ეკა ბესელია - ფინანსთა მინისტრთან ერთად დავამტკიცეთ სტადიონის 2,5 მლნ ლარიანი პროექტი

2013.05.29 ავტორი: TS

საფეხბურთო გუნდ "კოლხეთის" 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წლევანდელ ბიუჯეტში, გუნდისთვის სტადიონის მოსაწყობად 2,5 მლნ ლარი გამოიყო.

მიუხედავად იმისა, რომ იუბილარმა "კოლხეთმა," ქვეყნის უმაღლესი ლიგა დატოვა, ფოთის მაჟორიტარი ეკა ბესელია იმედოვნებს, რომ მთავარ ლიგაში შესაძლოა, გუნდები დაამატონ, რაც, მისივე თქმით, ასეთი ტრადიციული კლუბის ქვედა ლიგაში დაქვეითებას ააცილებს გუნდს.

 

ბესელიას თქმით, პოლიტიკა შორს უნდა იყოს სპორტისგან, თუმცა მისივე თქმით, ის უმოკლეს ხანში შეხვდება სპორტის მინისტრს და ეცდება "გვერდში დაუდგეს" გუნდს. ბესელია გვერდში დგომის ფორმებს არ აკონკრეტებს. 

 

"საიუბილეო წელთან დაკავშირებით, მე პირადად, რაც შემეძლო, ის გავაკეთე. მთავრობას ვთხოვე სტადიონისთვის თანხის გამოყოფა. როცა ფინანსთა მინისტრი გვსტუმრობდა, ჩვენ დავამტკიცეთ ფოთის სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი, გამოიყოფა 2,5 მილიონი ლარი და მალე "კოლხეთს" კოხტა სტადიონი ექნება. 21-ე საუკუნეში თამაშები შესაფერის არენებზე უნდა იმართებოდეს"- განაცხადა ბესელიამ.

 

მისი განცხადებით, რამდენიმე კომპანიამ გამოთქვა სურვილი, "კოლხეთს" ფინანსურად დაეხმაროს.

 

"ასევე ვიმუშავებ სპონსორთან დაკავშირებით,რომ მოგვარდეს ეს პრობლემა. ჩემი ვალდებულებაა შეგიქმნათ კარგი პირობები. არ შეიძლება პოლიტიკა ერეოდეს ფეხბურთში და საერთოდ, სპორტში. გპირდებით, რომ იუბილეს ფოთის "კოლხეთი" ღირსეულად აღნიშნავს"- აცხადებს ფეხბურთის ქომაგი დეპუტატი. ინფორმაციას მაჟორიტარის შტაბი ავრცელებს.  

 

ფოთის კოლხეთი 1913 წელს შეიქმნა. 1997 წელს, პირველად მონაწილოებდა ევროპის თასის გათამაშებაში.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED