რუსეთი სირიას რაკეტებით მოამარაგებს

2013.05.28 ავტორი: TS

რუსეთი სირიის С-300 კომპლექსის რაკეტებით მომარაგებას აპირებს - აღნიშნულზე ინფორმაციას  BBC რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

BBC - თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ რაკეტები სირიაში მიმდინარე მოვლენებში სტაბილიზაციას შეიტანს  და „ცხელ თავებს“ დაამშვიდებს, თუმცა რიაბკოვს არ დააკონკრეტებია რა სტადიაშია საკითხი - ის მხოლოდ განიხილება თუ უკვე დაიწყეს მომარაგება.

 

რუსეთში ნატოს წარმომადგენელი ალექსანდრ გლუშკო აცხადებს, რომ მისი ქვეყანა საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით მოქმედებს.

 

-„ჩვენ ისეთს არაფერს ვაკეტებთ, რომელიც სირიაში მოვლენების შეცვლას შეუწყობს ხელს, იარაღს, რომელითაც მოვამარაგებთ ამ ქვეყანას, მხოლოდდამხოლოდ თავდაცვითი დანიშნულება ექნება“ - აცახდებს ის.

 

ისრაელის თავდაცვის მინისტრი მოშე იალონი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი სირიას რაკეტებით არ მოამარაგებს.

 

-„იმედი მაქვს რომ რაკეტები ისევ იქ დარჩება, საიდანაც აპირებენ მის წამოღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი რუსული წარმოების რაკეტები გამოჩნდება სირიაში, ჩვენ ვიცით რაც უნდა გავაკეტოთ“ - აცახდებს ის.

 

სირიისადმი ევროკავშირის სანქცია, რომელიც იარაღის ემბარგოსაც გულისხმობს, 31 მაისს იწურება.

 

 

უცხოური პრესის მიხედვით მომამზადა ეკატერინე ლემონჯავამ.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED