ტერაქტი დაღესტანში

2013.05.21 ავტორი: TS

 20 მაისის ტერაქტის შედეგად დაღესტანში  ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია ოთხი ადამიანი, 35 ადამიანი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაშავებულთაგან 11 მძიმე მდგომარეობაშია. დაჭრილებს შორის ერთი ბავშვია.

 

დაშავებულთა უმრავლესობა პოლიციელები არიან, რომლებიც პირველი აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ. პირველ აფეთქებას 15 წუთში მოყვა მეორეც.

 

სამართალდამცავები ცდილობენ დაადგინონ მანქანის მფლობელები, სადაც დაახლოებით 40-50 კილო ტროტილი აფეთქდა. ისინი არ გამორიცხავენ იმას, რომ ამით ტერორისტების კვალზე გავლენ.

 

დაღესტანში სიტუაცია 2013 წლის იანვრის შემდეგ დაიძაბა, როცა რუსეთის პრეზიდენტმა დაღესტანის მეთაური შეცვალა.

 

 

 

უცხოურ პრესაზე დაყრდნობით,  მოამზადა ეკატერინე ლემონჯავამ

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED