ლგტბ-აქციამ კიევში მშვიდობიანად ჩაიარა

2013.05.18 ავტორი: TS

ჰომოფობიისა და ტრანსჰობიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გუშინ, კიევში აქცია გაიმართა. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

აქციაში 15 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, რომელებსაც საჰაერო ბუშტები და ტრანსფარანტები ეჭირათ წარწერით:

 

„უკრაინას - თანამედროვე ცივილიზებული ღირებულებები!“, „ლგბტ-ს ჩვენი მხარდაჭერა!“ „უკრაინა არ არის რუსეთი. რატომ უნდა გავიმეოროთ აღმოსავლეთის მეზობლის სისულელე?!“ 

 


აქცია 20 წუთს გაგრძელდა. აქციის დაწყებამდე რამდენიმე ახალგაზრდა შეეცადა ხელი შეეშალა ორგანიზატორებისთვის, თუმცა პოლიციამ ისინი გაარიდა შეკრებილებს.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED