გათავისუფლებები ფოთის მერიაში ზეპირი ტესტირების საფუძველზე [Video]
2013.05.17
ფოთის მერიამ თანამშრომლებს ატესტაცია დაიწყო. მერიის სამსახურში დასაქმებულები გასაუბრებას ზეპირ გასაუბრებას საატესტაციო- საკონკურსო კომისიასთან გაივლიან. ფოთის მერის, დავით სარსანიას განცხადებით, დადებით შედეგის მიუღებლობის შემთხვევებში, თანამშრომელბი სამსახურიდან გათავისუფლდებიან და მათ პოზიციებზე კონკურსი გამოცხადდება.
საკონკურსო- საატესტაციო კომისია
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, თამარ ჯანაშიას თქმით, ტესტირება საკმაოდ რთული იყო და კითხვები კონსტიტუციას, ორგანულ კანონსა და სამსახურის დებულებებს შეეხებოდა.
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ბაბილუას განცხადებით, კომისიამ ატესტაციის ტესტირება- გასაუბრების ფორმატზეც იმსჯელა, თუმცა, წერილობითი ტესტების დაბეჭვდა გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და კანონთანაც არ იყო ახლოს, რის გამოც, საბოლოოდ, მხოლოდ ზეპირ გასაუბრებაზე შეჯერდნენ.
ბაბილუას თქმით, კომისიის წევრები, გასაუბრებაზე გამსვლელთა მიერ დასმულ კითხვებს, შენიშვნებს და საკუთარ პოზიციას ფურცელზე ინიშნავენ და საბოლოოდ, ატესტაციის დასრულების შემდეგ შეჯერდებიან.
გამოსაცდელ თანამშრომელთა თანხმობის გარეშე, მედიას გასაუბრებაზე არ ასწრებენ. მიზეზად კამერის დანახვისას, გამოსაცდელის შესაძლო დაბნეულობა სახელდება. ჟურნალსიტების დასწრების სურვილს კი არც გამოსაცდელები გამოთქვამენ.