დევნილების პრეტენზია ჰუმანიტარული ტვირთის განაწილებაზე და მინისტრის პასუხი [Video]

2013.05.14 ავტორი: იზა სალაყაია

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დევნილებისთვის გერმანიიდან ჰუმანიტარული ტვირთი მიიღო, რომლის გადმოტვირთვა ფოთში, მინისტრმა, დავით დარახველიძემ თავად დაათვალიერა. დევნილები დახმარების არასამართლიან განაწილებაზე საუბრობენ და ეჭვობენ, რომ პირველ ეტაპზე ,"ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაკმაყოფილდებიან. 

სამედიცინო აპარატურა, საოჯახო ინვენტარი, საყოფაცხოვრებო ნივთები და 20 სხეობის სხვადასხვა ნივთი საქართველოში მცხოვრები დევნილებისთვის სამინისტრომ გერმანული კომპანია „ჰიპი“-სგან მიიღო.

 

ახალ რაიონში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი მანანა შელიაკოვას თქმით, სხვა მეზობლებთან ერთად, ის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ შედგენილ ბენეფიციალთა სიაში ვერ მოხვდა.

 

მისი თქით, უცნობია რა კრიტერიუმით შეადგინეს სია და ვის მიანიჭეს უპირატესობა. ეჭვობს, რომ პირველ ეტაპზე სიაში "ქართული ოცნების" მხარადამჭერი ოჯახები შეიყვანეს.

 

"სიის შედგენისას კარდაკარ დადიოდნენ, ამბობდნენ დახმარება ისეთ ოჯახებს გაეწევათ, რომელთაცც პურიც სანატრელი აქვთო. დედაჩემი ცარიელ კედლებში ცხოვრობს, მაგრამ სიაში ისიც ვერ მოხვდა. ამბობდნენ, რომ ჯერ "ქართული ოცნების" მხარადმჭერებს დაურიგებენო, ყველა ვეჭვობთ, რომ დახმარების გაანწილება ახლობლობის ნიშნით მოხდება"- აღნიშნა TSpress - თან საუბრისას მან.

 

დევნილები დახმარების სამართლიანდ განაწილების მოთხოვნით, რამდენიმე დღის წინ, ფოთის საკრებულოს წევრებთან შეხვედრას ითხოვდნენ, სადაც განუმარტეს, რომ აღნიშნულ საკითხს ისინი არ კურირებდნენ.

 

 

მინისტრ დავით დარახველიძეს განცხადებით, სამედიცინო აპარატურა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს გადაეცემა, ხოლო დანარჩენ ინვენტარს, ინვალიდის ეტლებს და სხვა ნივთებს სამეგრელოსა და იმერეთში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მიიღებენ.

 

მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებებისთვის ინვენტარის გადაცემის შემდეგ, ისინი უაფასო სამედიცინო მომსახურებითაც ისარგებლებენ.

 

მინისტრის განცხადებით,  ნივთების გაანწილების კრიტერიუმი საყოფაცხოვრებო პირობებია, რასაც ადგილობრივი სამმართველო განსაზღვრავს.

 

"თუმცა, თუ ვინმე ჩათვლის, რომ არასამართლიანად წარიმართა პროცესები ან ტვირთი არაობიექტურად იქნა განაწილებული, შეუძლიათ მოგვმართონ და ამას განვიხილავთ"- აღნიშნა დარახველიძემ.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED