ივანიშვილი - საქართველოს ნატო- ში გაწევრიანებაზე რუსეთის წინააღმდეგობას გაგებით უნდა შევხვდეთ

2013.05.14 ავტორი: TS

საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე რუსეთის წინააღმდეგობას გაგებით უნდა შევხვდეთ და არა აგრესიით. ასეთი დამოკიდებულება რუსეთს ევროპის ბევრი ქვეყნის მიმართაც ჰქონდა - აღნიშნულზე განცხადება პრემიერ- მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსული მედიის წარმომადგენლის კითხვის როგორ უნდა მოაგვაროს საქართველომ რუსეთთან ურთიერთობები, როდესაც ნატო-ს წევრობა კვლავ პრიორიტეტია საპასუხოდ გააკეთა. 

მისი განცხადებით, ყველა ქვეყანა, განსაკუთრებით დიდი სახელმწიფოები თავის გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვას ახერხებენ და ზოგჯერ ძალიან მძაფრადაც

 

-„გაიხსენეთ, პოლონეთი, ბალტიის პირეთის ქვეყნები, სლოვაკეთი, რომელმაც ისე მოახერხა ეს ყველაფერი, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ გაფუჭებია. რუსეთის დამოკიდებულება ნატოსთან დაკავშირებიბთ საუბედუროდ ასეთია. სასურველი იქნებოდა, რომ რუსეთ-ნატოს შორის ურთიერთობა დათბეს და დაახლოვდნენ და ამ შემთხვევაში ჩვენი პრობლემა საერთოდ მოიხსნებოდა, მაგრამ რუსეთს ასეთი პოზიცია აქვს და სხვა სახელმწიფოების მიმართაც ჰქონდა. სხვებმა მოახერხეს და რატომ არ შეიძლება, ჩვენც მოვახერხოთ?!“ - აღნიშნა პრემიერმა.

 

მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც თავისი რიტორიკით რუსეთს აღიზიანებდა, სხვა შემთხევაში,  როგორც ივანიშვილი ამბობს, " ნატოს წევრი უკვე ვიქნებოდით და რუსეთთანაც უკვე ნორმალური ურთიერთობები გვექნებოდა“

 

„ყოფილი ხელისუფლება რუსეთს ნატოში შესვლით ლამის ემუქრებოდა. დაბალანსებულად უნდა მოვახერხოთ და ყველაფერი დავალაგოთ. ტერიტორიებიც უნდა დავიბრუნოთ, ნატოშიც უნდა შევიდეთ, რუსეთთანაც უნდა ვიმეგობროთ, ყველაფერ ამას მოვახერხებთ. ეს არ არის წარმოუდგენელი და ამას გავაკეთებთ,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

 

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება, ალბათ, უკვე აცნობიერებს, რომ სეპარატისტული ტერიტორიები არც მათთავის არ არის სასარგებლო.

 

„მგონია, რომ დაიწყეს უკვე დღევანდელი მდგომარეობის გაცნობიერება, რომ არც ჩვენი ნატოში შესვლა არ დაღუპავთ,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშილმა.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED