პრემიერი - მიგრაციის შესახებ კანონია მისაღები

2013.05.14 ავტორი: TS

„ჩემი აზრით, მიგრაციის შესახებ კანონია შემოსაღები. ის ევროპული ტიპის, დახვეწილი და ყველასათვის გასაგები უნდა იყოს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ცალმხრივად გახსნილია ძალიან ბევრი „გაუგებარი ვიზა“ და საკითხის დარეგულირებაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე მუშაობს.

 

-„წინასწარ ვერ ვიტყვი, მაგრამ რამდენიმე ქვეყანასთან  მიმდინარეობს მუშაობა, რომ სავიზო რეჟიმი საერთოდ გავაუქმოთ და ისინი გვისვამენ კითხვებს ზოგიერთი ქვეყანის შესახებ, რომლებთანაც ცალმხრივად გვაქვს ვიზა გახსნილი, მაგრამ იქიდან არავინ არ შემოსულა და ეს არანაირ ეფექტს არ გვაძლევს. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე,“ - განაცხადა  ივანიშვილმა.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED