პრემიერმა ჟურნალისტს, რომელმაც ეკონომიკურ კრიზისზე კითხვა დაუსვა, რუპორი უწოდა

2013.05.14 ავტორი: TS

პრემიერმა ჟურნალისტს, რომელმაც ეკონომიკურ კრიზისზე კითხვა დაუსვა, რუპორი უწოდა. 

„ნუ გახდებით, ნაციონალური მოძრაობის რუპორები. გაქვთ თუ არა იმის ვალდებულება რომ სანამ სხვის ნათქვამს გაიმეორებთ, ეს ინფორმაცია გადაამოწმოთ?  დიახ, თქვენ რუპორად გამოდექით, ამ შემთხვევაში“ -  ასე მიმართა ჟურნალისტს პრემიერმა, რომელის დაინტერესდა არის თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი.

 

„მერაბიშვილს აქვს პიროვნული კრიზისი, მაგრამ ქვეყანაში არანაირი ეკონომიკური კრიზისი არ არსებობს. რა ვქნათ, თუ არ არის ბიუჯეტის კრიზისი?! განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას

 

„უკვე რამდენი თვეა, ბიუჯეტის კრიზისზეა საუბარი. არასდროს არც ერთი დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ. ეს არის ის ფაქტი, რომელიც მუსირებს მუდმივად. ეს არის ცილისწამება და როცა ჟურნალისტი იმეორებს ამას, მე ასეთი რეაქცია მექნება ყოველთვის,“ - განაცხადა პრემიერმა

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED