პრემიერი - 17 მაისს ყველას უფლებებს დავიცავთ

2013.05.14 ავტორი: TS

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნებისმიერი უმცირესობების უფლებები დავიცვათ და ასე იქნება 17 მაისის აღლუმის შემთხვევაშიც,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, პრემიერმა აღნიშნა, რომ 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, დაგეგმილ აქციებზე უსაფრთხოების ზომებს სამართალდამცავი უწყების წარმოადგენლები დაიცავენ.

 

„არსებობს პოლიცია, ჩადგება შუაში და დაიცავს ყველა ადამიანის უფლებას,“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

 

პრემიერმა საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი დღეს ქვეყანაში აქტუალური არაა, ამ კუთხით კითხვები არ ისმის და საზოგაოდების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული.

 

„საფრანგეთშიც კი ამ საკითხმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. შესაბამისად, ჩვენი საზოგადოეის ყველა ნაწილს უნდა ვცეთ პატივი. ზედმეტად ნუ გავამძაფრებთ ამ დამოკიდებულებას. ეს მარტივია და არაფერს არ ვხედავ ამაში უჩვეულოს. ყველა უმცირესობა პატივი უნდა ვცეთ და მაქსიმალურად დავიცვათ მათი უფლებები,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED