ეკა კახიანი ახალი საბავშვო ხმიდან სანდრო ფარცვანიას გამოთიშვის შესახებ

2013.05.14 ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი

9 წლის რუხელი მომღერალი სანდრო ფარცვანია, მუსიკალურ კონკურს „ახალ საბავშვო ხმას“ მესამე ტურიდან გამოეთიშა.

როგორც TSpress -ს სანდრო ფარცვანიას დედამ, ეკა არღვლიანმა განუცხადა, მეორე ტური „რინგი“ სანდრომ წარმატებით გადალახა, მესამე ტურში კი ეკა კახიანის გუნდის 5 წევრიდან მხოლოდ ორი: ლიზა ყენია და რატი მეზვრიშვილი გადავიდნენ ფინალში.

 

„სანდრო მთელმა საქართველომ შეიყვარა და ძალიან დიდი რეიტინგიც ჰქონდა. როცა შოუს აკეთებ, ალბათ რეიტინგიც მნიშვნელოვანი უნდა იყოს და ასეთი გადაწყვეტილება მართლა ძალიან საწყენია. სანდრომ მესამე ტურშიც იგივე სიმღერა იმღერა, რითიც ბრმა ქასთინგზე გააოცა მსმენელი, თუმცა საოცარი სიზუსტით დაემთხვა სამივე მწვრთვნელის არჩევანი.

 

მოგეხსენებათ, ლიზა ყენია მაია ჯაბუას შვილია და ასევე ეკა კახიანის შვილის - ნინი ბადურაშვილის ნათლული, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ეკა კახიანისადმი, მგონია, რომ ლიზა ყენიას ფინალში გადაყვანა ნათესაური და მეგობრული კავშირის გათვალისწინებითაც მოხდა,“ - აღნიშნა ეკა არღვლიანმა.

 

სანდროს სიმღერის პედაგოგ მერაბ როდონაისთვის, ასევე გაუგებარია, რომ სამივე მწვრთნელის ზუსტად ერთნაირი არჩევანი.

 

"ვერავინ დამარწმუნებს, რომ ლიზა ყენია და რატი მეზვრიშვილი ასე აშკარად ჯობდნენ სანდროს. თუმცა ორივე ძალიან ნიჭიერი მომღერალია,“ - აცხადებს როდონაია.

 

მისივე თქმით, "ახალი საბავშვო ხმა", პირველ რიგში, იმით არის საინტერესო, რომ ბავშვებს აძლევს სატელევიზიო პროექტებში მუშაობის გამოცდილებასა და პოზიტიურ გავლენას ახდენს მათ განვითარებაზე, მაგრამ ამ ასაკში მათ სამართლიანობის განცდა არ უნდა დავუკარგოთ. თუმცა, ჩვენთვის მთავარია, რომ სანდრომ ქართველი მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა და ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა,“ - აღნიშნა როდონაიამ.

 

მომღერალ ეკა კახიანის განცხადებით

, სანდრო ძალიან საყვარელი და ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ არაა ფინალისტი.

 

„ძალიან მაკვირვებს მათი დამოკიდებულება. ყველა მშობელს მიაჩნია, რომ მისი შვილი განსაკუთრებულია და ნიჭიერია, თუმცა ესეთი პრეტენზია მხოლოდ მათ გამოთქვეს. მე მეგონია, რომ პირიქით, ძალიან ბედნიერები უნდა იყვნენ, ბავშვს შევუტრიალდი, რინგზე გამოვიყვანე, „სინგ ოფზე“ ვამღერე, მთელმა საქართველომ გაიცნო და ძალიან პოპულარული გახდა.

 

ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ იგი მიუხედავად მისი ნიჭიერებისა ფინალისტია და ფინალში უნდა გასულიყო. რატი და ლიზა ბევრად კარგი მომღერლები არიან. სანდრო ჯერ პატარაა და ყველაფერი წინ აქვს. მე ბევრი რამ არ მომწონს. არ მომწონს ის მანერა, როგორც მღერის, ბგერა არ აქვს სწორი, მაგრამ იმიტომ რომ საყვარელია, პატარაა  და კარგი ბავშვია, მგონია, რომ ამან გამოიწვია ხალხის სიყვარული და არა იმან, რომ სანდროს განსაკუთრებული ვოკალი აქვს.

 

კი, ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ სანდრო არ არის ფინალისტი. მგონია, რომ ცოტა უხერხულია ამაზე ლაპარაკი და პრეტენზია. იმიტომ რომ ლიზა ყენია მაია ჯაბუას შვილია, ეს არის  პრობლემა? დაამტკიცებს ამას ლიზა, რომ ნამდვილად ჩამოყალიბებული მომღერალია, რინგზეც და ფინალშიც,“ - განაცხადა ეკა კახიანმა TSpress-თან საუბრისას.

 

ცნობისთვის, ტელეეთერით სანდრო ფარცვანიას „რინგი“ დღეს, 22:00 საათზე გავა.

 

 

 

ამავე თემაზე: 

 

9 წლის პოპულარული რუხელი მომღერალი - სანდრო ფარცვანია [Video]

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED