ავღანეთში 3 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

2013.05.13 ავტორი: TS

ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბაზაზე 3 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა- აღნიშნულზე განცხადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი განცხადებით, ტერორისტული თავდასხმის ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „შირგაზზე“ მომხდა. გარდაცვლილები არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის ჯარისკაცები:  კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა. დაჭრილია რამდენიმე ჯარისკაცი.  მინისტრის თქით, ყველა დაჭრილის ოჯახის წევრი ინდივიდულურად არის ინფორმირებული.

 

ალასანიას განცხადებით, ყველაზე დიდი თავდასხმა იყო, რაც აქამდე განხორციელებულა.

 

"ინფორმაციის მიღებისთანავე გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას მივეცი დავალება, რომ ბოლომდე დააზუსტონ შემოტევის დეტალები. უკვე მიღებულია უსაფრთხოების საგანგებო ზომები. მე ვესაუბრე 42-ე ბატალიონის მეთაურს, მაიორ კალანდაძეს. მოცემული დროისთვის ცნობილია შემდეგი: ბაზაზე განხორციელდა მეამბოხეთა კომბინირებული თავდასხმა, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით. თავდასხმა ქართველმა სამხედროებმა მოიგერიეს, ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს და ამ დროისთვის სრულად აკონტროლებენ ოპერატიულ ვითარებას მათი პასუხისმგებლობის ზონაში

საქართველოს ხელისუფლება, თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები დაღუპული და დაჭრილი სამხედროების ოჯახების გვერდით დგას და განიცდის ამ მოუშუშებელ ტკივილს. კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ქართველი სამხედროების თავდადება და გმირობა, სწორედ ამ თავდადებამ და სამხედროების პროფესიონალურმა მოქმედებამ აგვაცილა გაცილებით უფრო დიდი ტრაგედია", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED