ტელეკომპანია მაესტრომ რეგიონული ბიუროები დროებით დახურა

2013.05.13 ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი

ტელეკომპანია „მაესტრომ“ რეგიონული ბიუროები რამდენიმე თვით დახურა. ამის შესახებ TSpress-ს ტელეკომპანია “მაესტროს“  ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა განუცხადა.

„მაესტროში“ მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი. ამის შესახებ საზოგადოებას დიდი ხნის წინ ვაცნობეთ. სწორედ ამ რეორგანიზაციის პერიოდში სექტემბრამდე დავხურეთ რეგიონული ბიუროები. რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლები ჩვენ სამსხურიდან არ გაგვითავისუფლებია. საუბარია 2-3 თვიან უხელფასო შვებულებაზე. სავარაუდოდ, მათ ამის შესახებ უკვე იციან,“ - აღნიშნა მამუკა ღლონტმა.

 

მისივე თქმით, ოქტომბრისთვის საბოლოოდ დალაგდება ორი არხი, ეს ასეც იყო დაანონსებული.

 

„ტელეკომპანიის რეორგანიზაციის პირველი ეტაპი საკმაოდ წარმატებით ჩატარდა და „მაესტროს“ 300 პროცენტიანი რეიტინგის ზრდა აქვს. ახლა გადავედით მეორე ეტაპზე. ეს ეტაპიც მაქსიმუმ ოქტომბერში დასრულდება და ყველაფერი დალაგდება. რა თქმა უნდა, ეს ადამიანებიც აღდგებიან სამსახურებში,“ - განაცხადა მამუკა ღლონტმა.

 

TSpress-ი სამეგრელო-ზემო სვანეთში „მაესტროს“ კორესპონდენტ ნანა ფაჟავას დაუკავშირდა. როგორც მან აღნიშნა, რეგიონის ბიუროს დახურვის შესახებ არაფერი არ იცის.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED