პრეზიდენტი ბესელიას გუნდის წევრის კრიმინალზე საუბრობს [Video]

2013.05.12 ავტორი: TS

კრიმინალი, რომელმაც ჩიორა თაქთაქიშვილი მიტყეპა და დაასისხლიანა ფოთში, 3 ათას ლარიან ხელფასიან თანამდებობაზე დაუნიშნიათ – განაცხადა ფოთში ვიზიტისას პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტების შემდგომ გუშინდელი ინციდენტი გასაკვირი არ არის. თაქთაქიშვილის ცემის ფაქტს უარყოფს თავად რატი კვანტრიშვილი და განმარატვს, რომ დაზარალებული თავადაა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში დღეს კარიერის მოწყობის გზა პირდაპირ კრიმინალზე გადის.

 

–"კარიერა, რომ გაიკეთო ამისათვის საკმარისია, რომ ციხეში მოხვდე, მერე ამნისტიით გამოგიშვან, მერე მთავრობისთვის არასასურველი რომელიმე პოლიტიკოსს დაესხა თავს, სასურველია კარგად ცემო"– აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 



რატი კვანტრიშვილი

პიროვნება რომლის კრიმინალზეც პრეზიდენტი საუბრობდა ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბის ერთ– ერთი წევრი, რატი კვანტრიშვილია.

საპარალმენტო არჩევნების შემდეგ კვანტრიშვილი თვითმმართველობის  დაფუძნებული შპს "ინფრასტრუქტურა 2008"– ის   ხელმძღვანელად დაინიშნა. 

 

მოგვიანებით კვანტრიშვილს მერიამ  ძვირადღირებული ავტომანქანა გადასცა, რომელიც წინა წლებში სამართალდამცავ უწყებისთვის იყო გადაცემული და უკან დაიბრუნეს.

 

 კვანტრიშვილი 8 თებერვალს, საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარი დაპირისპირების დროს ადგილზე ყოფნას ადსტურებს, თუმცა  ჩიორა თაქთაქიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას უარყოფს.

 

მისი თქმით, ის თავადაა დაზარალებული, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდა ძველი თბილისის გამგებელი,  ნიკა მელია.

 

"კონკრეტულ ფაქტზე სამართალდამაცვებსაც მივმართე, მაგრამ ჯერ გამოძიება არ დასრულებულა, ამჟამად მე კიდევე ერთხელ მივმართავ პროკურატურას გამოძიების  დაჩქარების მოთხოვნით" – აღნისნა TSpress - თან საუბრისას კვანტრიშვილმა.

 

მისი თქმით, პრეზიდენტს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და მისი ხელფასის ოდენობაც არ შეესაბამება სიმართლეს. კვანტრიშვილის განცხადებით, მისი ანაზღაურება  1500 ლარს შეადგენს.

 

როგორც თავად განმარტავს შპს "ინფრასტრუქტურაში" ხელფასის გაზრდა– შემცირებაზე გადაწყვეტილების მიღება მის კომპეტენციაში შედის. კვანტრიშვილი არ უარყოფს, რომ ხელფასის გაზრდას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ  ხელფასის გაზრდაზე გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED