ზუგდიდელები აბორტის კრიმინალიზაციაზე [Video]

2013.05.10 ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი

 აბორტის კრიმინალიზაციის შესახებ პატრიარქის ინიციატივას ზუგდიდის მაცხოვრებლების ნაწილი არ ეთანხმება.

უნდა აიკრძალოს თუ არა აბორტის გაკეთება ორსულობის ნებისმიერი ტრიმესტრის შემთხვევაში  - ამ კითხვით TSpress-მა ზუგდიდის მოსახლეობას მიმართა.

 

გამოკითხულთა ნაწილი ამბობს, რომ საქართველოში დემოგრაფიული კრიზისია და აბორტის გაკეთება არ შეიძლება. მათი თქმით, ერს გამრავლება სჭირდება.

 

ისინი პატრიარქის წინადადებას ემხრობიან. ასევე განმარტავენ, რომ  არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როცა აბორტის გაკეთება საჭიროა დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

 

ერთ- ერთი მოსახლის ემზარ წურწუმიას თქმით, აბორტის გაკეთება საერთოდ არ შეიძლება, თუმცა კანონში შეიძლება ჩაიწეროს, რომ ვისაც სამი შვილი ჰყავს მას აბორტის გაკეთების საშუალება მიეცეს, სამ შვილზე ნაკლების შემთხვევაში არა.

 

აბორტის აკრძალვის ინიციატივიაზე პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეში ისაუბრა.

 

„დღემდე დაუბრკოლებლად ხორციელდება ჩვილების ეს უმოწყალო ხოცვა და მათ აქტიური დამცველი არავინ ჰყავთ, _ არც სახელმწიფო და არც საზოგადოება.

აბორტს და მუცლის მოშლის გამომწვევ საშუალებებს კრძალავდნენ ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში (ჰიპოკრატეს ფიცი), ისევე როგორც რომის იმპერიაშიც; მითუმეტეს, ქრისტეს ეკლესია მას განიხილავდა და განიხილავს როგორც უმძიმეს მომაკვდინებელ ცოდვას.

დღეს, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით, ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისათვის. (რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევებიც უნდა იყოს გათვალისწინებული)"- ნათქვამია ეპისტოლეში.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED