ფოთელი არასამთავრობოები თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებენ

2013.05.09 ავტორი: TS

"კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი" ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმაინობის მონიტორინგს განახორცილებს. მისი პარტნიორი ორგანიზაცია ფოთში, "ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრია" (ინტერნეტგამოცემა TSpress.ge). 

ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებთან, ფოთში, მერია-საკრებულოს საქმიანობისა და ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა და ტრენინგი გამართეს. პროექტის დონორია NED-ი (ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის)

 

კველევითმა ინსტიტუტთან თანამშრომლობის სურვილი სამმა ორგანიზაციამ გამოთქვა. ესენია: აფხაზეთიდან დევნილთა სარეაბილიტაციო, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშემწყობი ასოციაცია "დიოსკურია", ორგანიზაცია "აურორა" და ა/ო "ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი"(ინტერნეტგამოცემა TSpress.ge).

 

შეხვედრაზე, ფოთელმა არასამთავრობოებმა ის კონკრეტული სფეროები გამოყვეს, რომლის მონიტორინგსაც ისინი განახორციელებენ.

 

ინეტრენტგამოცემა TSpress - ი ფოთის მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს და თანამშრომელთა საატესტაციო- საკონკურსო პროცესებს გაუწევს მონიტორინგს.

 

ორგანიზაცია "დიოსკურია" დააკვირდება, გასცემენ თუ არა საჯარო უწყებები საჯარო ინფორმაციას კანონის დაცვით. 

 

ორგანიზაცია "აურორა" კი, ქალაქის დასუფთავების, მერიის მომსახურე კომპანია შპს "ინფრასტრუქტურის" საქმიანობას, მოსაკრებლის გადახდა - ამოღების პროცესებს დააკვირდება. 

 

პროექტის ფარგლებში კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი კი გამოთხოვილი დოკუმენტების საფუძველზე, ექსპერტულ დასკვნას დადებს, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობას მიაწვდის.

 

ინსტიტუტის წარმომადგენელი მიხეილ ძაგანია და TSpress - ის რედაქტორი ელისო ჯანაშია, ასევე, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით ბაბილუას შეხვდნენ და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები გააცნეს.

 

საკრებულოს თავმჯდომარემ თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა და ორგანიზაციებს პროცესებში აქტიურ ჩართვას დაპირდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED