ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა

2013.05.09 ავტორი: თეონა გიგაური

მსახიობი, ოთარ მეღვინეთუხუცესი 81 წლის ასაკში, დღეს დილით გარდაიცვალა.

ახლობლების განცხადებით, მსახიობი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა.

 

მეღვინეთუხუცესს ოცამდე კინო-როლი აქვს შესრულებული, მათ შორის ყველასათვის კარგად ნაცნობ და საყვარელ ფილმებში - „დათა თუთაშხია“, „მზე შემოდგომისა“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „მთვარის მოტაცება“, „ნატვრის ხე“, „თეთრი ბაირაღები“, „კეთილი ადამიანები“, და ა.შ.

 

მსახიობი ასევე, მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებში თამაშობდა, სადაც სამოცამდე როლი აქვს შესრულებული. 

 

ოთარ მეღვინეთუხუცესი თბილისში, 1932 წლის 16 იანვარს დაიბადა. 1954 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა.

 

მსახიობს მიღებული აქვს არაერთი პრესტიჟული ჯილდო და პრემია. 1964 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1979 წელს საბჭოთა არტისტის წოდება.

 

2000 წელს კი, მას ღირსების ორდენი გადაეცა.

 

 მსახიობს კვირას, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED