ფოთელები აბორტის აკრძალვის შესახებ [Video]

2013.05.07 ავტორი: ლალი ჭაკუა

 აბორტის აკრძალვაზე პატრიარქის ინიციატივას ფოთის მოსახლეობის ნაწილი დადებითად აფასებს. 

როგორ აფასებენ პატრიარქის ინიციატივას და უნდა აიკრძალოს თუ არა აბორტი? - აღნიშნული კითხვით TSpress - მა ფოთელებს მიმართა.

 

გამოკითხულ 15 - მდე მოქალაქიდან  პატრიარქის მოსაზრებას უმრავლესობა იზიარებს.  

მათი არგუმენტით, საქართველოს გამრავლება და განვითარება ჭირდება. ზოგიერთი კი თვლის, რომ იმ  შემთხვევაში თუ აბორტი არ აიკრძალა, ახალგაზრდები დაიღუპება.

 

გამოკითხულთა ნაწილი კი თვლის, რომ მოსახლეობის მძიმე  სოციალურ- ეკონომიკური პირობების გამო აბორტის აკრძალვა არ უნდა არსებობდეს.

 

 

აბორტის საკითხზე, აბორტით გამოწვეულ ცოდვაზე და აკრძალვაზე პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეში ისაუბრა:

 

"დღემდე დაუბრკოლებლად ხორციელდება ჩვილების ეს უმოწყალო ხოცვა და მათ აქტიური დამცველი არავინ ჰყავთ, _ არც სახელმწიფო და არც საზოგადოება.

აბორტს და მუცლის მოშლის გამომწვევ საშუალებებს კრძალავდნენ ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში (ჰიპოკრატეს ფიცი), ისევე როგორც რომის იმპერიაშიც; მითუმეტეს, ქრისტეს ეკლესია მას განიხილავდა და განიხილავს როგორც უმძიმეს მომაკვდინებელ ცოდვას.
დღეს, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით, ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისათვის. (რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევებიც უნდა იყოს გათვალისწინებული)"- აღნიშნულია ეპისტოლეში.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED