ფოთელები მედიის შესახებ [Video]

2013.05.03 ავტორი: TS

3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა. TSpress -თან ფოთელები საქართველოს მედია გარემოს და მათ მუშაობას აფასებენ.

ენდობით თუ არა მედიას,  რომელ მედიასაშუალებას ეცნობით? – აღნიშნული კითხვით TSpress– მა ფოთელ მოსახლეობას მიმართა.

 

გამოკითხული 20 მდე ადამიანიდან, უმრავლეოსობა მედიის მიმართ ნდობას გამოხატავს, ნაწილი ამბობს, რომ პრესაში გაჟღერებული ფაქტების ნაკლებად ჯერა. ნაწილს კი მედიაზე საუბარი არ სურს.

 

გამოკითხული ფოთელების თქმით, ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროს ტელევიზია წარმოადგენს. სანდოობის თვალსაზრისით  ტელეკომპანიებს "იმედსა" და "მეცხრე არხს" ასახელებენ. არაობიექტურად მოიხსენიებენ და აკრიტიკებენ  "რუსთავი 2" – ს

 

~

 

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე 1991 წელს აფრიკელი ჟურნალისტების მიერ “ვინდჰუკის დეკლარაციის" მიღების დღიდან აღინიშნება, თუმცა 3 მაისი პრესის თავისუფლების დღედ  გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოფიციალურად 1993 წელს გამოაცხადა.

 

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მიერ გამოქვეყნებული  2013 წლის "დაუსჯელობის ინდექსის" მიხედვით, პირველ ადგილს ერაყი იყენებს, სადაც მოკლული  93 ჟურნალისტის საქმე არ გამოძიებულა. 

 

რეიტინგში 23 მოკლული ჟურნალისტის გაუხსნელი საქმით მეორე ადგილზე სომალია, სადაც 2012 წელს ჟურნალისტთა მკვლელობამ რეკორდულ მაჩვენებელს 12-ს მიაღწია, მესამე ადგილზე 10 წლის განმავლობაში 55 მოკლული ჟურნლისტის გამოუძიებელი საქმით  კი ფილიპინებია

 

წლევანდელ ინდექსში 12 ქვეყანას შორის მოხვდა რუსეთიც, სადაც 2003 წლიდან მოყოლებული დღემდე 14 ჟურნალისტის მკვლელობაა გაუხსნელი.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED