ნოდარ ბჟალავას საიუბილეო სპექტაკლი ფოთის თეატრში

2013.04.30 ავტორი: TS

ფოთის თეატრალური დასი 30 აპრილს, 19 სთ–ზე ნოდარ ბჟალავას 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპექტაკლს "ნერგს" ითამაშებს.

ზურაბ სიხარულიძის სპექტაკლი "ნერგი" ფარსი ერთ მოქმედებადაა,  სიუჟეტი ერთი დახვრეტილი და ჟანგიან სათლში, ჩარგული ნერგის ირგვლივ ვითარდება.

 

სპექტაკლის მთავარი სათქმელი საზოგადოების ტონუსში ყოფნაა. ლაპარაკია დღევანდელობაზე, რისთვის ვხარჯავთ დროს, გონებას და რისთვის უნდა ვხარჯავდეთ სინამდვილეში.

 

სპექტაკლში მასხიობები: ნოდარ ბჟალავა, რამინ კილასონია, გია სურმავა, გოგიტა ჭანტურია, სანდრო გუჯაბიძე, ომგერ როხვაძე, მაია კულუა, ნინო პაჭკორია და შარდენ ლიპარტელიანი თამაშობენ. 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED