სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს

2013.04.26 ავტორი: ეკატერინე ლემონჯავა

დღეს, მსოფლიო პრესა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე წერს. 

BBC-სთან ინტერვიუში, ინგლისის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სირიის ძალოვანების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე არსებობს არასაკმარისი, მაგრამ საკმაო მტკიცებულებები.

 

- „ეს ძალიან მძიმე სამხედრო დანაშაულია“ - აღნიშნა მან.

 

ინგლისის პრემიერი დაეთანხმა თეთრი სახლის პოზიციას,  რომ ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება „წითელი ხაზი“ იქნება, რომლის მერეც დასავლეთი აუცილებლად გადახედავს სამხედრო ინტერვენციის ვარიანტს.

 

ამერიკული დაზვერვის მონაცემებით ქიმიური იარაღი მცირე ოდენობით იქნა გამოყენებული. თეთრმა სახლმა კი აღნიშნა, რომ ეს არ არის დამტკიცებული ინფორმაცია და ის საჭიროებს გადამოწმებას.

 

ამასთანავე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა,  ჯონ კერმა სირიის მიერ ქიმიური იარაღის ორჯერ გამოყნების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.

 

„იმის გათვალისწინებით, რა დევს სასწორზე და რაც ჩვენ ვისწავლეთ წარსული გამოცდილებიდან, მხოლოდ სადაზვერვო სამსახურების შეფასება არ არის საკმარისი საპასუხო ღონისძიებების გასატარებლად. ჩვენ გვჭირდება დამაჯერებელი და უტყუერი ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც ვიმოქმედებთ“ - გაავრცელა თეთრმა სახლმა.

 

ამასთანავე ჟურნალიტები ამტკიცებენ, რომ ალეპოში ქიმიური იარაღით მოწამლული ადამიანები გადიან მკურნალობას.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED