პეტრე მამრაძისა და მამუკა არეშიძის კომენტარები Известия-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე

2013.04.24 ავტორი: TS

რუსული გამოცემა Известия დღეს კიდევ ერთხელ ეხმაურება საკუთარ სტატიას, რომელშიც ბოსტონში ტერაქტის მომწყობ ტამერლან ცარნაევისა და ქართული ორგანიზაცია „კავკასიური ფონდის“ კავშირზეა საუბარი. გაზეთის მტკიცებით, ტერაქტის მომწყობი ქართულმა ფონდმა გადაიბირა, რომელიც ვითომდა კავკასიის საკითხებს სწავლობდა.

Известия-ს ვარაუდით, სკანდალი შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილის ამერიკაში ვიზიტისას იქნას განხილული. „ცხადია, რომ საქართველოს ლიდერს ამერიკაში მოუწევს არასასიამოვნო კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რა როლი აქვს მის ქვეყანას ბოსტონის ტერაქტთან“ წერს გამოცემა.

 

ამავე სტატიაში გამოქვეყნებულია „კავკასიური ფონდის“ ხელმძღვანელის პროფესორ გივი ღამბაშიძის კომენტარი. მისი თქმით, გასული წლის ივლისის თვეში, მართლაც ჩაატარა ფონდმა კონფერენცია კავკასიამცოდნეობაზე, მაგრამ მონაწილეთა შორის არ იმყოფებოდა ცარნაევი.

 


„თუმცაღა, საქართველოს ბევრი ექსპერტი და პოლიტოლოგი  Известия-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე ამბობს, რომ „სიმართლეს გავს“ - წერს გამოცემა.


სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის დირექტორმა მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ „ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაცია არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ცარნაევს ქართული პასპორტიც ქონდა“ - ციტირებს არეშიძის სიტყვებს გაზეთი.

 

ის ასევე არ გამორიცხავს იმას, რომ სპეცსამსახურებს, რომელსაც აკონტროლებდა სააკაშვილი შეეძლოთ გამოეყენებინათ სახელწოდება „კავკასიური ფონდი“ და საქმიანობა ფონდის ეგიდით ეწარმოებინათ.

 

ქართველი სპეცსამსახურების მიერ ჩრდილო კავკასიელებისე.წ. "დავერბორკების" ფაქტს არ გამორიცხავს ასევე ექს- დეპუტატი, „სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე. „ის ირწმუნება, რომ მისი ნაცნობი დასავლელი დიპლომატები 2008 წლის შემოდგომით, ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ ამბობდნენ, რომ სააკაშვილმა დაიფიცა რუსეთის დანაწევრება“.

 

რუსეთის დაშლა გარდაუვალია, მაგრამ მე დავაჩქარებ ამას ჩრდილოეთ კავკასიიდან“, ზუსტად ამ სიტყვებით საუბრობდა სააკაშვილი დასავლელ დიპლომატიურ მისიასთან" - ამბობს მამრაძე.


გამოცემის თქმით, ქართული მასმედია Известия-ში დაბეჭდილი სტატიის შემდეგ ვარაუდობს, რომ 2012 წლის ლოპოტას ხეობის სპეცოპერაციის გამოძიება დაჩქარდება.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED