ფოთის მერისა და მაჟორიტარის უარი კომენტარზე TSpress-ს [Video,Audio]

2013.04.24 ავტორი: TS

ფოთის მერი, დავით სარსანია TSpress - თან კომენტარს არ აკეთებს. ის გამოცემის სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს, პრესცენტრი კი მუდმივად მის მოუცლელობას ასახელებს.  

 

მერის ბოლო სატელეფონო საუბრისას TSpress-ის ჟურნალისტს მერმა ასე მიმართა:

 

„რატომ მირეკავ მე შენ პირდაპირ? მე და შენ ტოლები ხომ არა ვართ?! შენ ჟურნალისტი ხარ, მე - თანამდებობის პირი! შენ გინდოდა ეს ურთიერთობა და თუ გინდა, მიიღე! ჩემი უფლება არის, რომ საერთოდ არ გაგცე პასუხი, რა დანაშაულია? კრიმინალია?“– განაცხადა TSpress- თან სატელეფონო საუბრისას სარსანიამ და კომენტარზე კატეგორიული უარი თქვა.

 

მერი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქმე საჯარო ინფორმაციის გაცემას ეხება, მას აქვს უფლება, ინფორმაცია საკუთარი შეხედულებისამებრ გასცეს.

 

სარსანია არ მალავს, რომ კომენტარზე უარს ერთ–ერთი კრიტიკული სტატიის გამო ამბობს. მისი თქმით, მას უსაყვედურეს, რის გამოც მიიღო აღნიშნული გაადწყვეტილება, თუმცა ვინ უსაყვედურა და ვინ "ურჩია" კომენტარზე უარის თქმა, არ აკონკრეტებს.

 

 

ფოთის მერის განაწყენების მიზეზი TSpress -ს ვებ-გვერდზე გასული მასალებია: "დაკარგული და მაჟორიტარის კადრებისთვის დარიგებული ძვირადღირებული ავტომანქანები, რომელშიც საუბარი იყო წინა ხელისუფლების მიერ შეძენილი და სხვადსხვა უწყებებისთვის გადაცემული ძვირადღირებულ მანქანებზე, რომელიც მერიამ უკან დაიბრუნა და ამჟამდ, თანამდებობებზე დანიშნულ „ქართული ოცნების“ მხარადამჭერები და მაჟორიტარის ახლობლები ყოველგვარი იურიდიული დოკუმენტის გარეშე სარგებლობენ.

 

მასალაში მერი, ჩართული კამერის წინ ამბობდა, რომ გადაცემისა და მოვლა–პატრონობის შესახებ ხელშეკრულებები არსებობდა. გამორთული კამერის შემდეგ კი, აღიარებდა, რომ არანარი იურიდიული დოკუმენტი არ არსებობდა და მანქანებით უკანონოდ სარგებლობდნენ. გამოცემამ მერის ჩანაწერი გამოქვეყნა.

 

რამდენიმე დღის წინ, დავით სარსანია ფოთის საზღვაო ნავსადგურის ყოფილ დირექტორს და, ამჟამად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრს,  ჯოზეფ ქროულს შეხვდა. მერიაში განხორციელებულ საკადრო და საბიუჯეტო ცვლილებებთან ერთად, მერმა კომენტარი TSpress-თან არც აღნიშნული შეხვედრის შესახებ გააკეთა.

 

 

TSpress – თან კომენტარზე უარს აცახდებს ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ეკა ბესელია

 

მერის გაბრაზებამდე, "მწარე სათურების" გამო გამოცემას ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია გაუნაწყენდ და ჟურნალისტი საკუთარ მისაღებში 8 საათი ალოდინა.

 

ბესელია სტატიების სათაურებს:  ბესელიას დემოკრატია“,  „ბესელია - ფოთის პოლიციის უფროსს რეკომენდაცია მე გავუწიე, ის ჩემი ნათესავია“, "იგივენი და ფოთის მერი" და ა.შ. გამო გაუნაწყენდა. ამისი შემდეგ მაჟორიტარმა TSpress – ს რედაქტორს, ელისო ჯანაშიას, მისი პიარ-ჯგუფის ხელმძღვანელობა და ძმის დაწინაურება შეთავზა, რაზეც უარი მიიღო.

 

რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, ჯანაშიას მიერ, პრემიერისთვის დასმული კითხვის შემდეგ, რომელიც თვითმმართველობაში უხეშად ჩარევასა და ნეპოტიზმს შეეხებოდა, ბესელიამ მადისკრედიტებელი და შანტაჟისშემცველი განცხადებები გააკეთა, რის შემდეგაც გამოცემასთან ურთიერთობა გაწყვიტა.

 

„თქვენთან არ ვაკეთებ კომენტარს“– ღიად განუცხადა ერთ–ერთ შეხვედრაზე ბესელიამ გამოცემას, როცა ჟურნალისტი შეეცადა ყოფილი პატიმრების უფლებების შელახვის ფაქტზე კითხვა დაესვა.

 

 

 

 

 

ამავე თემაზე:

 

ბესელიას დემოკრატია

 

ბესელია - ფოთის პოლიციის უფროსს რეკომენდაცია მე გავუწიე, ის ჩემი ნათესავია [Video]

 

"ქართული ოცნების" დალოცვილი კონფერენცია

 

ეკა ბესელია - ფოთის პოლიციის ყოფილი უფროსის საკითხი უნდა მოგვარდეს

 

ფოთის მერი - ბესელიას მაჟორიტარობა უნიკალური შემთხვევაა და ამ პრიორიტეტს გამოვიყენებ [Video]


"დაკარგული და მაჟორიტარის კადრებისთვის დარიგებული ძვირადღირებული ავტომანქანები“

 

დაპირისპირება "პოლიტიკური კურთხევის" გამო [Video, Audio]

 

ეკა ბესელიას მხარდამჭერები პრემიერს მიმართვას უგზავნიან

 

მხარდამჭერები ბესელიას ერთპიროვნულ მმართველობას მიესალმებიან, ჟურნალისტს კი კითხვის დასმას არ ურჩევენ [Video]

 

ფოთის მერის მეგობარი და მაჟორიტარის მხარდამჭერის შვილი თანამდებობებზე უკონკურსოდ დაინიშნენ

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED