ფოთის მერის მეგობარი და მაჟორიტარის მხარდამჭერის შვილი თანამდებობებზე უკონკურსოდ დაინიშნენ

2013.04.23 ავტორი: TS

ფოთის მერის, დავით სარსანიას გადაწყვეტილებით, მერიაში საკადრო ცვლილებები კონკურსის გამოცხადებამდე განხორციელდა. 

ფოთის სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელის პოსტი, მათ შორის, მისი მოადგილის, დაახლოებით, 3 თვეა ვაკანტურია.

 

ფოთის მერის, დავით სარსანიას განცხადებით, თანამშრომელები კონკურსის წესით უნდა შერჩეულიყო, რის გამოც სახმსახურის უფროსის მოვალეობას დროებით მისი მოადგილეები ასრულებდნენ.

 

სარსანია თანამშრომელთა ტესტირებასა და გამოთავისუფლებულ ადგილებზე კონკურსი გამოცხადებაზე საუბრობდა, თუმცა, კონკურსის გამოცხადებამდე მან კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღო.

 



მერიის, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის უფროსად, მერის მეგობარი, ლაშა კუპრეიშვილი დანიშნა.

 

ინფრასტრუქტურის საკითხებში მერის მოადგილის პოსტზე კუპრეიშვილის შესაძლო დანიშვნის შესახებ, TSpress – ი წერდა.

 

სარსანია და კუპრეიშვილი ერთმანეთთან მეგობრობას ადასტურებენ. მერის იმდროინდელი განცხადებით, ლაშა კუპრეიშვილს კონკურსში მონაწილეობას ვერ დაუშლის.

ლაშა კუპრეიშვილი

 

როგორც მერი აცხადებდა, თანამდებობაზე მეგობრობის ნიშნით არ შეირჩეოდა და კონკურსს გაივლიდა. 

 

ლაშა კუპრეიშვილის განცხადებით, ის კონკურსში მონაწილეობის მიღებას გეგმავდა.

 

ლაშა კუპრეიშვილი 2007 წელს ფინანსთა სამინისტროს დასავლეთ რეგიონისა და აჭარის საფინანსო სააგენტოს უფროსი იყო. 2005- 2005წწ. სანავსადგურე ფლოტის უფროსის მოადგილე, ხოლო, 2001- 2003 წწ. შევარდნაძის პერიოდში, ფოთის მერის, დავით ქანთარიას მრჩეველი, ძალოვანი უწყებების საკთხებში.

 

მისი თქმით, ის არც ერთ პარტიაში არ ყოფილა გაწევრიანებული, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებსი დროს კი, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო და პროტესტს ღიად გამოხატავდა, თუმცა, მედიაში ამ მხრივ მისი საჯარო აქტივობა, არ იძებნება.

 

მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსად დაინიშნა, ილო მელქაძე. 


გოგი მელიქია ჟურნალისტის კითხვის გამო აღშფოთებულ ბესელიას მხარდამჭერებთან ერთად

მელქაძე 2005 –2006 წწ. ფოთის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო. 

 

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად დაინიშნა არჩილ მელიქია, რომელიც ექიმების გოგი მელიქიასა და ლეილა კასრაძის ვაჟიშვილია.

 

გოგი მელიქია მაჟორიტარ ეკა ბესელიას აქტიური მხარდამჭერია. მელიქია და მისი მეუღლე, ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას მიერ, მაჟორიტარ ეკა ბესელიას საკადრო პოლიტიკისა და განუსაზღვრელი ძალაუფლების შესახებ, პრემიერისთვის დასმული კრიტიკული შეკითხვის გამო, ბიძინა ივანიშვილის სახელზე გაკეთებული მიმართვის ხელმომწერები არიან. 

 

საკადრო ცვლილებების შესახებ ფოთის მერი, დავით სარსანია TSpress – თან კომენტარს არ აკეთებს. 

 

 

მსგავს თემებზე:

 

ეკა ბესელიას მხარდამჭერები პრემიერს მიმართვას უგზავნიან


მხარდამჭერები ბესელიას ერთპიროვნულ მმართველობას მიესალმებიან, ჟურნალისტს კი კითხვის დასმას არ ურჩევენ [Video]


მხარდამჭერები ბესელიას ერთპიროვნულ მმართველობას მიესალმებიან, ჟურნალისტს კი კითხვის დასმას არ ურჩევენ [Video]


 


 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED