ბრიტანეთის ქალაქებში ტეტჩერის გარდაცვალება იზეიმეს
2013.04.20
„ამ საშინელამ ქალმა არა მარტო დაანგრია პროფკავშირები, არამედ გაანადგურა მთელი ინდუსტრია, რომლითაც ბრიტანეთი თავს იწონებდა“ - ასეთი განცხადება გააკეთეს მაღაროელებმა, რომლებმაც ერთდროულად ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქში მარგარეტ ტეტჩერის გარდაცვალების გამო საზეიმო მსვლელობები მოაწყვეს.
საზეიმო აქცია ბრიტანეთის ექს-პრემიერმინისტრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ბრიტანეთის თითქმის ყველა სამრეწველო ქალაქში ჩატარდა, იუწყება BBC.
შეგახსენებთ, რომ 87 წლის ასაკში, ინსულტის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი, 7 აპრილს გარდაიცვალა.
ტეტჩერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1979-1990 წლებში იყო. მისი პრემიერობა ყველაზე ხანგრძლივი იყო მე-20 საუკუნეში. 1992 წელს, მას ბარონესას ტიტული მიანიჭეს. გადადგომის შემდეგ მან დაწერა წიგნი - "სახელმწიფოს მართვის ხელოვნება".
ამავე თემაზე: