ბოსტონის ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ორი ჩეჩენი ძმიდან ერთი მოკლულია, მეორე - დაჭერილი

2013.04.20 ავტორი: TS

გამოძიების მიერ დადგინდა, ბოსტონის აფეთქების ორგანიზატორები ძმები: ჯოხარ და ტამერლან ცარნაევები არიან. ერთი ძმა დაკავების ოპერაციისას მოკვდა, მეორე კი დააკავეს.

ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილების ბიძა რუსლანი ამბობს, რომ მისი ძმისშვილები უიღბლოები იყვნენ და ტერაქტი გამოუვალი სიტუაციის გამო გააკეთეს, მეორე ბიძა კი იხსენებს, რომ უფროსმა ძმისშვილმა, ზუსტად ტერაქტამდე დაურეკა და მოიკითხა. 


ჯოხარის დასაკავებელად ოპერაცია გუშინ მთელი დღე მიმდინარეობდა. ფაქტობრივად, დღესაც დაკეტილია ბოსტონი და მიმდებარე ქალაქები, დაბლოკილია გზები, არ დადიან ავტობუსები და მატარებლები, დახურულია მაღაზიები.

 

ფუნქციონირებს მხოლოდ ცენტრალური აეროპორტი - ამის შესახებ განცხადება გააკეთა ქალაქის მთვარობამ სოციალურ ქსელ Twitter-ში. 


კემბრიჯში, იმ სახლთან, სადაც ეჭვმიტანილი ძმები ცხოვრობდნენ, პოლიციამ კიდევ ორი ადამიანი დააკავა, თუმცა ცნობილი არ არის ვინ არიან დაკავებულები და არც მათი დაკავების მიზეზი - ეს ცნობა NBC News-ის თანამშრომელმა გაავრცელა Twitter-ში.


თითქის ყევლა ამერიკულ პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერაქტის მესამე ეჭვმიტანილიც არსებობს, მაგრამ არ კონკრეტდება, რის საფუძველზე ხდება ამ ცნობის გავრცელება.

 
გუშინ NBC-ის ეთერში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომელმა ძმებ ცატაევებზე განაცხადა, რომ ისინი იზიარებენ რელიგიური ექსტრემიზმის იდეებს და წარმოადგენენ იმ რადიკალური დაჯგუფების წევრებს, რომლებიც თურქეთსა და ჩეჩნეთში მოქმედებენ. 


დაკავებულების ბიძის თქმით, ის მასთან ერათად ცხოვრობდა კემბრიჯში. „ამ ორს მე ყოველთვის ვეუბნებოდი, აკეთეთ თქვენი საქმე. ისლამი არსად მიდის, იარეთ სკოლაში და იმუშავეთ... მე ვიცი, რატომაც მოხვედით თქვენ ამერიკაში... გული არ მწყდება მათზე.“


Associated Press-ის ინფორმაციით, ერთი ძმა მოკრივე იყო და აპირებდა კიდეც ამერიკის ნაკრების წევრი გამხდარიყო. მეორე ძმა კი მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტი. 2011 წელს მან ქალაქის პრემიაც კი აიღო საუკეთესო სწავლისათვის. 


იმის მიუხეადვად, რომ ძმები დაკავებულები იყვნენ და ასევე წარმატებულებიც, ტამერლანი კრივის შესახებ ესეში წერს, რომ „მას არ ყავს არც ერთი ამერიკელი მეგობარი“.


მომხდარის შესახებ შოკში არიან ძმების ახლობლები და პედაგოგები. კემბრიჯის სკოლის ფოტოგრაფი ამბობს: „თუკი მე მეკითხებით როგორი იყო ჯოხარი, გეტყვით, რომ მას ოქროს გული ქონდა. ის არაჩვეულებრივად კეთილი იყო.“

 


„როცა სტუდენტების ევაკუაცია მოხდა ტერაქტთან დაკავშირებით, მეგობართან ერთად ვუყურებდი ტელევიზორს, სადაც ტერორისტის ფოტო აჩვენეს.

 

მახსოვს, ყველამ ვთქვით, ეს რომ ჯოხარი აღმოჩნდესო. შემდეგ კი ყველამ ერთდროულად უარვყავით. ეს შეუძლებელი იყო. ჯოხარი ამას არასდროს გააკეთებდა,“- იხსენებს გოგონა სტუდქალაქიდან. 

 

რაც შეეხება მეორე ძმას, ის „ბოსტონის საუკეთესო მოკრივე იყო" - იხსენებს მწვრთნელის თანაშემწე. ჩვენ კაპიტნებად ვნიშნავთ არა მხოლოდ იმათ, ვისაც საუკეთეო მაჩვენებელი აქვს, არამედ იმასაც, რომელსაც სხვები გამორჩეულად პატივს სცემენ. ის მოწოდებით ლიდერი იყო. მას ყველაფერი ჰქონდა ამისთვის“. 

 


ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი სოციალურ ქსელით ავრცელებს განცხადებას მომხდრთან დაკავშირებით. მისი თქმით, „ნებისმიერი პარალელის გავლება ჩეჩნეთსა და ძმებ ცარნაევებთან არ იქნება სწორი. ისინი გაიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ ამერიკაში. მათი ბოროტების საძირკველი ამერიკაში უნდა ვეძებოთ.

 

ამასთანავე კადიროვი ამბობს, რომ დასკვნებთან დაკავშირებით არ არის საჭირო ნაადრევად ვიმსჯელოთ და ცარნაევების ბრალეულობა ეჭვქვეშ დააყენა.

 

„როგორც მასმედია აცხადებს, დღეს ვინმე ცარნაევის დაკავებისას ერათ-ერთი მოკლეს. ლოგიკური იქნებოდა რომ ის დაეკავებინათ, ჩატარებულიყო გამოძიება, გამოეძიათ გარემოებები და შემდეგ დაედგინათ მისი ბრალეულობის ხარისხი. მაგრამ სპაცსამსახურებს, ეტყობა ნებიესმიერ ფასად სჭირდებოდათ შედეგი.“ - ამბობს კადიროვი.

 

სპეცოპერაციის შედეგან ეჭვმიტანილი ტერორისტი დაკავებულია. ის მძიმე მდგომარეობაშია. მისი დაკავების ფოტზე ჩანს, რომ ის უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ფედერალური ბიუროს განცხადებით, მათთვის ცნობილია ის, რომ ეჭვმიტანილი მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ მისი მდგომარეობა რამდენად სერიოზულია, მათ ჯერჯერობით არ იციან.

 

ტერაქტი 15 აპრილს, ბოსტონის მარათონის საფინიშო ხაზთან მოხდა. დაიღუპა სამი ადამიანი, 178 კი დაშავდა. ბევრ მათგანს ფეხის ამპუტაცია გაუკეთდა.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED