ამერიკის პოლიცია ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილ სტუდენტს ეძებს

2013.04.16 ავტორი: TS

ამერიკის პოლიციამ, ბოსტონის მეზობლად მდებარე ქალაქში რევირში, ორმაგი ტერაქტის ფარგლებში გამოძიება ჩაატარა. სამართალდამცავები ეძებენ სტუდენტს საუდის არაბეთიდან, რომელიც შესაძლებელია ტერაქტის თანამონაწილე იყოს.

ბოლო მონაცემებით, ბოსტონის ტერაქტში დაღუპულია 3 და დაზიანებულია 152 ადამიანი, მათ შორის, 17 კრიტიკულ მდგომარეობაშია. მედიკოსების თქმით, ბევრ მათგანის ფეხის ამპუტაცია დასჭირდება.

 

CNN-ის ცნობით, აშშ-ში ინტენსიურად ეძებენ ტერორისტებს. რევირში გაიჩხრიკა სახლები - ინფორმაციას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე რევირის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელი ავრცელებს. ჩხრეკის შედეგად, მტკიცებულებები არ ამოუღიათ.


"მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული იყო ინფორმაცია 5 სავარაუდო ბომბის შესახებ, გამომძიებლებმა აფეთქების ადგილას იპოვეს მხოლოდ ორი აუმოქმედებელი ბომბი" - განაცხადა მასაჩუსეთსის კონგრესმენმა, ბილ კიტინგმა.

 

ორივე მათგანი პატარაა მოცულობით და გაკეთებულია უხარისხო ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან. 

 

შეგახსენებთ, რომ ტერაქტი მოხდა ბოსტონში საერთაშორისო მარათონზე. ოფიციალური პირების განცხადებით, არ გამოირიცხება ისლამური დაჯგუფებების ან ანტისახელმწიფოებრივი ექსტრემისტების მონაწილეობა აღნიშნულთან დაკავშირებით.


რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა ბოსტონის ტერაქტთან დაკავშირებით.  „დიდი მწუხარება მინდა გამოვთქვა იმ შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელიც თავს დაატყდა ამერიკელ ხალხს ბოსტონში აფეთქებების შედეგად, რასაც მოჰყვა ადამიანის მსხვერპლი, ასეულობით ადამიანი კი დაშავდა.

 

სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულების ოჯახებს, ვიზიარებ მათ და მთელი ამერიკელი ხალხის მწუხარებას და გამძლეობას ვუსურვებ ამ განსაცდელის ჟამს“- - ნათქვამია განცხადებაში.

 

მოამზადა ეკა ლემონჯავამ

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED