ბრიტანეთში მარგარეტ ტეტჩერის ძეგლი არ დაიდგმება

2013.04.15 ავტორი: TS

დიდ ბრიტანეთში მარგარეტ ტეტჩერის სახელობის სასწავლო ცენტრი შეიქმნება. იგეგმება მისი მუზეუმის მშენებლობაც. 

"ამ მემორიალური კომპლექსით ჩვენ ვეუბნებით ტეტჩერს მადლობას. ბიბლიოთეკა მისი უნიკალური ცხოვრების სიმბოლო იქნება და იმედი გვაქვს, ამით შევძლებთ ექს-პრემიერის დანატოვარის შენარჩუნებას" - ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც მშენებლობას წარმართავს.


კომპლექსის მშენებლობაზე 15 მილიონი ევროს დახარჯვას ვარაუდობენ.

 


ამავე დროს The Telegraph ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მარგარეტ ტეტჩერის ძეგლი არ დაიდგმება, რადგანაც ის შეიძლება ვანდალიზმის ობიექტი გახდეს.

 

შეგახსენებთ, რომ 87 წლის ასაკში, ინსულტის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი, ერთი კვირის წინ გარდაიცვალა. 


ტეტჩერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1979-1990 წლებში იყო. მისი პრემიერობა ყველაზე ხანგრძლივი იყო მე-20 საუკუნეში. 1992 წელს, მას ბარონესას ტიტული მიანიჭეს. გადადგომის შემდეგ მან დაწერა წიგნი - "სახელმწიფოს მართვის ხელოვნება".

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED