მარკ ცუკერბერგი მიგრანტების უფლებების დასაცავად პარტიას ქმნის

2013.04.13 ავტორი: TS

Facebook-ის შემქმნელმა, მარკ ცუკერბერგმა, მომხრეებთან ერთად, დააარსა პარტია FWD.us, რომელიც მიგრანტების საქმეებით იქნება დაკავებულია. წერს The Washington Post-ი.

მისივე თქმით, პარტია ორიენტირებულია მოაგვაროს მიგრანტების პრობლემები. წელს მისი ძალისხმევით, შეიქმნა სასწავლო დაწესებულება, სადაც ისწავლიან ის მოზარდები, რომელთან სკოლის შემდგომი განათლების მიღება სურთ, მაგრამ, დოკუმენტების არქონის გამო, ამის საშუალება არა აქვთ.

 

ესენი არიან ბავშვები, რომლებმაც მთელი ცხოვრება ამერიკაში გაატარეს და არც ახსოვთ საკუთარი ქვეყანა, საიდანაც ჩამოვიდნენ მათი მშობლები.


„ჩვენ უცნაური საემიგრაციო პოლიტიკა გვაქვს. ეს პოლიტიკა დღევანდელ რეალობასთან შეთავსებადი არაა“ - თქვა ფეისბუქის დამფუძნებელმა. 


The Washington Post აკონკრეტებს, რომ ცუკერბერგის გარდა, საქმიანობაში აქტიურად არის ჩარტული Yahoo-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი მარისა მაიერი, Google-ს დირექტორთა საბჭოს წევრი ერიკ შმიდტი და LinkedIn Corp-ის დამაარსებელი რეიდ ჰოფმანი.


შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამდენიმე დღეა, მიგრანტებმა საპროტესტო აქციები გამართეს საკუთარი უფლებების დასაცავად. სავარაუდოდ, მთავრობა მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED