ობამას და მისი მეუღლის შემოსავალმა გასულ წელს 608,6 ათასი დოლარი შეადგინა

2013.04.13 ავტორი: TS

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული შემოსავლების დეკლარაციაზე დაყრდნობით, ბარაკ ობამამ და მშელ ობამამ 2012 წელს შემოსავლის სახით 608,6 ათასი დოლარი მიიღეს. ინფრომაციას Associated Press-ი ავრცელებს.

აქედან 394,8 ათასი პრეზიდენტის ანაზღაურება იყო, დანარჩენი კი ბარაკ ობამას წიგნების ჰონორარია.

 

ამერიკის პირველმა ოჯახმა გადასახადების სახით გადაიხადა 112,2 ათასი დოლარი, რაც მათი შემოსავლების 18,4% შეადგენს.

 

ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა ცოლმა, 2012 წელს 385 ათასი დოლარი გამოიმუშავეს. მათ 87,9 ათასი დოლარის გადასახადები გადაიხადეს, რაც შემოსავლების 22,8 %-ს შეადგენს.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED