რუსეთმა შავი ზღვის რეგიონში სამხედრო წვრთნები დაიწყო

2013.03.28 ავტორი: TS

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებით თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შავი ზღვის რეგიონში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პეშკოვნა განაცხადა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი"ავრცელებს.

„დღეს, დილის 4 საათზე, ქვეყნის პრეზიდენტმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა თავდაცვის მინისტრს შავი ზღვის რეგიონში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დაწყება დაავალა,“ - განაცხადა პეშკოვმა და დასძინა, რომ ამ წვრთნების მთავარი მიზანი საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებაა.

 

მისივე ინფორმაციით, სწავლება მოიცავს 7 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურისა და 36 საბრძოლო ხომალდის, ასევე, სადესანტო და სპეცდანიშნულების რაზმების მომზადებას. 

 

პეშკოვი არ გამორიცხავს, რომ ვლადიმერ პუტინი, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდალი, ამ სწავლებას დაესწროს. თუმცა, არ აკონკრეტებს, როდის შეიძლება მოხდეს ეს.  

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED