გიორგი ყორღანაშვილისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო სპექტაკლი ფოთში

2013.03.28 ავტორი: TS

ხვალ, ფოთის თეატრალური დასი სპექტაკლ "ნერგს'' ითამაშებს. შემოსული თანხა მკურნალობისთვის ახალგაზრდა მსახიობს, გიორგი ყორღანაშვილს გადაერიცხება. 

სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია, ბილეთები არ გაიყიდება. დარბაზში დაიდგმება შესაწირი ყულაბა და დამახრების გაწევა ყველას სურვილისამებრ შეეძლებათ. 

 

სპექტაკლში სიუჟეტი ერთი დახვრეტილი და ჟანგიან სათლში, ჩარგული ნერგის ირგვლივ ვითარდება. 

 

სპექტაკლის რეჟისორი და მხატვარი: ზურაბ სიხარულიძეა.

მუსიკალური გაფორმება: თამარ ხორავა

კოსტიუმების მხატვარი: გივი გვიჩია

ტექნიკური რეჟისორი: რამინ კილასონია

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ლესტანი - ნოდარ ბჟალავა

სტალბერი - რამინ კილასონია

ხმა - შარდენ ლიპარტელიანი

უცნობი - ომგერ როხვაძე

მოგელი - გიორგი ჭანტურია

არმინდა - მაია კულუა

კარგი გოგო - ნინო პაჭკორია

ტყუპისცალი - ალექსანდრე გუჯაბიძე

გუგული, მახარე - გიორგი სურმავა

 

სპექტაკლის დასაწყისი:19 საათზე

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED