ფოთის მერი და მაჟორიტარი თანამშრომლების შემცირების მეთოდების ძიებაში

2013.03.27 ავტორი: TS

ფოთის მერი დავით სარსანია და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ეკა ბესელია, უკვე მესამე თვეა, მერიის სამსახურებში რეორგანიზაციისა და თანამშრომელთა კონკურსის წესით შერჩევაზე საუბრობენ. მათი განცხადებებით, კონკურსი 15 მარტისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ჯერჯერობით, ისინი გათავისუფლების გზებისა და მეთოდების, ხოლო თანამშრომლები ბესელიასთან მისასვლელი გზების ძიებაში არიან, რაზეც მის ბიუროსთან თანამშრომელთა გრძელი რიგებიც მიუთითებს.

ფოთის თვითმმართველობის თანამშრომლები

ფოთის თვითმმართველობის თანამშრომლები

მერიის ყველა თანამშრომელმა, სავარაუდო რეორგანიზაციის შესახებ მერის ბრძანების საფუძველზე, სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება, 1 თვით ადრე, 12 თებერვალს მიიღო. ამის შემდეგ რეორგანიზაცია შეჩერდა.

 

ამის შემდეგ რეორგანიზაცია ფოთელმა თვითმმართველებმა ატესტაციის ჩატარებით გადაწყვიტეს.

 

ფოთის მერის მოადგილე, ვასილ თოდუა კი განმარტავს, რომ რეორგანიზაციის შესახებ გამოცემული მერის ბრძანება გაუქმდა, რითაც თანამშრომელთა დათხოვნისა და ახლის შერჩევის მეთოდი უფრო მისაღები და უმტკივნეულო გახადა.

 

„რეორგანიზაცია გულისხმობდა სამსახურიდან ყველა თანამშრომლის დათხოვნას და შემდგომ კონკურსის გამოცხადებას. კონკურსში მონაწილეებს სპეციალური კომისია შეარჩევდა. ამის ნაცვლად, მივიღეთ გადაწყვეტილება, კანონის თანახმად, არავინ გათავისუფლდეს სამსახურიდან, ჩატარდეს ატესტაცია. ვინც ჩააბარებს დარჩება, გამოთავისუფლებულ პოზიციებზე გამოცხადდება ვაკანსია“- აღნიშნავს თოდუა.

 

ფოთის მერიის სამსახურებში კონკურსის გამოცხადების შესახებ, ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში, ფოთის მაჟორიტარმა ეკა ბესელიამაც ისაუბრა. მისი განცხადებით, გამოცხადდა კონკურსი, რომელიც 15 მარტამდე გაგრძელდება, თუმცა, აღნიშნულზე ინფორმაცია მოგვიანებით მერმა არ დაადასტურა.

 

ფოთის მერიის სამსახურებში ამ დროისთვის 276 ადამიანია დასაქმებული, სახელფასო ფონდი 2 მლნ 700 ათას ლარს შეადგენს. აქედან 39 თანამშრომელი ხელშეკრულებითაა აყვანილი, რომლებსაც ხელშეკრულება ყოველწლიურად უგრძელდებათ, რაც ბიუჯეტს, წელიწადში, დაახლოებით 272 ათასი ლარი უჯდება.

 

მერის თქმით, სამსახურებში ხელოვნურად გაზრდილი შტატებია. მისი განმარტებით, შტატგარეშე თანამშრომლის ხელშეკრულებით აყვანის პრაქტიკა აღარ იარსებებს და ხელშეკრულება შეუწყდება თითოეულ კონტრაქტორს. 


მერიის ზოგიერთ სამსახურში საკადრო ცვლილებები რეორგანიზაციისა და კონკურსის გამოცხადებამდე განხორციელდა, ნაწილზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რის გამოც, რამდენიმე სამსახურში უფროსის მოვალეობას მოადგილეები ასრულებენ.

 

სარსანიას თქმით, კონკურსში მონაწილე პირებს მუდმივმოქმედი საატესტაციო-საკონკურსო კომისია შეარჩევს. კომისიის შემადგენლობაში არიან საკრებულოს წევრები, მედიისა და არასამთავრობოს თითო წარმომადგენელი.

 

მერის თქმით, კომისიის შემადგენლობა გადაიხედება და შესაძლოა ჩანაცვლება მოხდეს, თუმცა ეს შეეხება საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს და არა სამოქალაქო სექტორს. აღნიშნულმა კომისიამ 44 კანდიდატს შორის, მერის პოსტზე დავით სარსანია აირჩია

 

TSpress.ge-ს მიერ გამოთქმული სურვილისა და მზადყოფნის მიუხედავად, გამოცემას საატესტაციო-საკონკურსო კომისიაში ჩართვისა და პროცესების გამჭვირვალობაზე უშუალოდ დაკვირვების საშუალება არ მიეცა, თუმცა, თავდაპირველად კომისიაში ჩართვა გამოცემას მერმა თავად შესთავაზა, მოგვიანებით კი კომისიაში ჩართვის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება, საკრებულოს თავმჯდომარეს გადააბრალა, რომელიც ამასთანავე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეა და რედაქციას უარის წერილი მისწერა.

 

TSpress - ის წერილი მერიას

 

მერის წერილი რედაქციას

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED