ბრიტანეთის პოლიცია ბერეზოვსკის გარდაცვალების საქმეს გახსნის
2013.03.27
დიდ ბრიტანეთში რუსი ბიზნესმენის ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება ოფიციალურად ხუთშაბათს გაიხსნება. აღნიშნულზე განცხადება ბერკშირის გამომძიებლმა პიტერ ბედფორდმა გააკეთა.
გვამის გაკვეთით დადგინდა, რომ გარდაცვალების მიზეზი ჩამოხრჩობა გახდა, თუმცა სხეულზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება.
67 წლის ბორის ბერეზოვსკი დიდ ბრიტანეთში 23 მარტს გარდაიცვალა.
რუსი ოლიგარქი, რომელმაც ბრიტანეთში გააგრძელა ბიზნეს სამიანობა სამშობლოდან 13 წლის წინ გახდა დევნილი.
უცხოური პრესიდან თარგმნა თეო გიგაურმა