ფოთის მერმა მოქალაქეს ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლო ფართი გამოუყო

2011.11.21 ავტორი: იზა სალაყაია

ფხაკაძისთვის გადაცემული ალტერნატიული ფართი

ფხაკაძისთვის გადაცემული ალტერნატიული ფართი

ფოთში მცხოვრებ, ანჟელა ფხაკაძეს საკუთარი მაღაზიის დემონტაჟის სანაცვლოდ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ალტერნატიული ფართი გამოუყო.

რიონის სანაპიროზე, კუნძულის უბანში არსებული ხიდის ქვეშ მდებარე მაღაზიის დემონტაჟი ფხაკაძეს ქალაქის მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ, გზის კეთილმოწყობის მიზეზით, გასულ თვეს მოსთხოვა. მეპატრონე კომპენსაციას ან ალტერნატიულ ფართს ითხოვდა. ხელისუფლება კი, ავტოფარეხებისა და სხვა შემთხვევების მსგავსად, დემონტაჟს კომპენსაციის გარეშე მუქარის გზით აიძულებდა. კეთილმოწყობა კერძო საკუთრების ხელყოფის ხარჯზე წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მის მეუღლეს მერი დაჭერით ემუქრებოდა. ფოთის მერმა “შენების სახელით” ნგრევა განაახლა და ფოთის მერსმოქალაქე პოლიციაში უჩივის მუქარის მიუხედავად ფხაკაძემ, რომელსაც კერძო საკუთრების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი გააჩნდა, ობიექტის დემონტაჟი არ მოახდინა. მან მერისგან დაცვის მოთხოვნით პოლიციასაც მიმართა და საკუთრების სამართლებრივი გზით დაცვას შეეცადა.

რამდენიმე დღის წინ, მერმა ფხაკაძეს ალტერნატიული ფართი პირადად შესთავაზა. „მერი თავიდან დამპირდა, რომ რიონის სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამომიყოფდა მაღაზიას. იქ მშენებლობა ჯერ არც დაწყებულა, ამიტომ უარი ვთქვი. მხოლოდ უკვე აშენებულს დავთანხმდი, თუმცა იურიდიულად გადაფორმება მოვითხოვე. ნოტარიუსით დავამოწმეთ და ამის მერე ძველი შენობა დავანგრიეთ,“- განაცხადა ანჟელა ფხაკაძემ.

tspress.ge დაინტერესდა ფხაკაძესთვის გამოყოფილი ფართი თვითმართველობის საკუთრება იყო თუ კერძო პირის? შეიძინა თუ არა იგი ხელისუფლებამ და რამდენად? თავად ფხაკაძე ამის შესახებ ინფორმაცაის არ ფლობს, ქალაქის მერი, ვახტანგ ლემონჯავა და სხვა სამსახურის თანამშრომლები tspress.ge – სთან კომენატრზე კვლავ უარს აცხადებენ. ფოთის მერის უკანონო ქმედება

p.s ხელისუფლების მხრიდან ანჟელა ფხაკაძეზე განხორციელბულ მუქარასა და იძულების წესით საკუთრების ჩამორთმევის მცდელობას tspress.ge აქტურად აშუქებდა, რისთვისაც ფხაკაძემ გამოცემას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საკუთრების დასაცავად მედიისა და უფლებათადამცველი ორგანიზაციების დახმარებით ყველამ უნდა იბრძოლოს.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED