ბორის ბერეზოვსკი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

2013.03.23 ავტორი: TS

დღეს დილით, ლონდონში საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის ცნობილი რუსი ოლიგარქი, ბორის ბერეზოვსკი.

სიკვდილის მიზეზები ამ დროისათვის უცნობია. 2000 წლიდან ბიზნესმენი ბრიტანეთსი ცხოვრობდა, სადაც მან 2003 წელს მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. რუსეთში ის დაუსწრებლად გაასამართლეს თაღლითობისთვის და "შავი ფულის" ლეგალიზებისათვის. 

 

2004 წელს ის აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინის ნარინჯისფერ რევოლუციას.

 

რუსეთმა მისი ექსტრადიცია ბრიტანეთს არა ერთხელ მოთხოვა.

 

ბრიტანეთში ბერზოვსკიზე სხავადასხვა დროს 6 თავდასხმა და თავდასხმის მცდელობა განხორციელდა. ბოლოს მას თავს 2007 წელს, ლონდონში დაესხნენ.

 

ერთ-ერთი თავდასხმის დროს დაიღუპა მისი მძღოლი, მძიმედ დაიჭრა დაცვის წარმომადგენელი, ხოლო თავად  დამწვრობა და სხეულის დაზიანება მიიღო.

 

2006 წელს, ბერეზოვსკის თანამებრძოლი ალექსანდრ ლიტვინენკო რადიაქტიული იზოტოპი - პოლონიუმ-210-ით მოწამლეს. იმ დროს, ოფიციალურმა მოსკოვი ლიტვინენკოს მკვლელობაში ბერეზოვსკის თანამონაწილეობაზე საუბრობდა, თავად ბერეზოვსკი კი ამაში კრემლის ხელს ხედავდა.

 

ბე­რე­ზოვ­სკის ბიზ­ნეს­პარ­ტნი­ო­რი, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი, 2008 წლის 12 თე­ბერ­ვალს გუ­ლის შე­ტე­ვით ასე­ვე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი და ბე­რე­ზოვ­სკი ბო­ლო წლებ­ში კონ­ფლიქ­ტში იყ­ვნენ.

 

გასულ წელს, უცხოური მედიის ინფორმაციით, ბორის ბერეზოვსკიმ, ყოფილი პარტნიორის, გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან 3 მილიარდ დოლარის მოთხოვნით, ლონდონის უმაღლეს სასამართლოს მიმართა.

 

საუბარი იყო აქტივებზე, რომელიც მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ ამერიკის სივრცეში, სხვადასხვა კომპანიებშია ჩადებული და რომლის 50% მას ეკუთვნოდა. პატარკაციშვილების ოჯახი და ბერეზოვსკი გასული წლის სექტემბერში, გარკვეული აქტივების დათმობის სანაცვლოდ დაზავდნენ.

 

რუსული მედიის ცნობით, მას ბოლო პერიოდში ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ამას დაემატა ისიც, რომ მან სასამართლო პროცესი წააგო მის ყოფილ პარტნიორთან, რომან აბრამოვიჩთან და 5 მილიარდი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. აბრამოვიჩის წინააღმდეგ საჩივარი თავად ბერეზოვსკიმ შეიტანა.

 

ბერეზოვსკი სამჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში. ყავდა 6 შვილი და ამდენივე შვილიშვილი.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED