ეკა ბესელია TSpress.ge-ს წინააღმდეგ მორიგ სიცრუეს ავრცელებს [Audio]

2013.03.17 ავტორი: TS

დღეს საღამოს, ფოთის მაჟორიტარ ეკა ბესელიას პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, TSpress.ge-ზე გამოქვეყნებული კომენტარი სინამდვილეს არ შეესაბამება, თითქოს რესპოდენტს გამოცემასთან არ უსაუბრია და მას რედაქციისთვის სტატიის, როგორც დეზინფორმაციის აღებაც უთხოვია. ანალოგიური განცხადება გააკეთა თავად მაჟორიტარმაც ტელევიზიით.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამოქვეყნებულ მასალაში სახელწოდებით: ფრიდონ კვარაცხელია – ბესელიამ თქვა, ფოთში "ქართული ოცნება" მე ვარ! - კოალიცია"ქართული ოცნების" ფოთის ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ფრიდონ კვარაცხელიამ TSpress - თან, ბიძინა ივანიშვილის მიერ რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას მიერ გაკეთებული განცხადება დაადასტურა.

 

მისი თქმით, ბესელიამ ნამდვილად უთხრა მას, რომ ფოთში "ქართული ოცნება"თავად აქვს ჩაბარებული და ყველა საკითხი მასთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს. 

 

 

 ბესელიას ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში კი ნათქვამია:

 

"ინტერნეტ გამოცემა TSpress.ge მხრიდან გრძელდება ცილისმწამებლური კამპანია ეკა ბესელიას წინააღმდეგ, რაც მის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. სიცრუის ნაკადს ბოლო არ უჩანს. გუშინ აღნიშნული გამოცემის გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით- ”ფრიდონ კვარაცხელია – ბესელიამ თქვა, ფოთში "ქართული ოცნება" მე ვარ!”

 

ბატონი ფრიდონ კვარაცხელია , რომელიც გახლავთ ”ქართული ოცნების” ფოთის საქალაქო ორგანიზაციის წევრი , კატეგორიულად უარყოფს ზემოხსენებული სათაურით გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში რესპოდენტის როლის შესრულებას და განმარტავს, რომ მავანი მის სახელს იყენებს ცუდად. TSpress.ge მიერ აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ბატონი კვარაცხელიას მოთხოვნით მისივე მეგობრის მიერ გამოცემის რედაქციისთვის არაერთგზის მიმართვის მიუხედავად (ვინაიდან სტატია დეზინფორმაციული შინაარსის მატარებელია) სტატია მოეხსნათ გვერდიდან, აღნიშნული გამოცემა ამ დრომდე აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას. 

დასკვნა თქვენთვის მოგვინდია ძვირფასო მკითხველო!" 

 

ამის შემდეგ, გამოცემა ფრიდონ კვარაცხელიას დამატებით დაუკავშირდა. 

 

მან უარყო ბესელიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია და დაადასტურა გამოცემისთვის მოცემული ინტერვიუ. კვარაცხელიამ უარყო ასევე რედაქციისთვის მასალის გვერდიდან მოხსნის მოთხოვნით მიმართვის ფაქტი. მან ასევე აღნიშნა, რომ მასალასთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ გააჩნია და ის ბესელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ვერ იქნება.

 

-"მე გუშინ დამირეკა იზა სალაყაიამ და ჩაიწერა ინტერვიუ, და როგორ არ მიმიცია? მე რომ გითხრათ არაო, თქვენ ხომ ჩანაწერი გაქვთ და იმით არ დადასტურდება? მე თქვენ გთხოვეთ მასალის აღება ან ვინმეს ვთხოვე? მე ეს არავისთვის მითხოვია," - აცხადებს ფრიდონ კვარაცხელია, რომელიც წინა მასალაში გასულ მცირე უზუსტობებზე მიუთითებს.

 

მისი განმარტებით, ის იყო ფოთში კოალიცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იყო და არა "ქართული ოცნების" შტაბის თავმჯდომარე, სადაც დაინიშნა აპრილში და არა სექტემბერში, როგორც ეს სტატიაში იყო მითითებული. მისი განმარტებით, ის პარტიულ საქმიანობაში მუდმივად ჩართული იყო და მხოლოდ არჩევნების მერე ჩამოაცილა ბესელიამ პროცესებს.

 

რედაქცია ბოდიშს იხდის ამ მცირედი უზუსტობებისათვის.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED