მხარდამჭერები ბესელიას ერთპიროვნულ მმართველობას მიესალმებიან, ჟურნალისტს კი კითხვის დასმას არ ურჩევენ [Video]

2013.03.16 ავტორი: TS

ფოთის მაჟრიტარის, ეკა ბესელიას ერთპიროვნულ მმართველობას მისი თანამოაზრეებიც ადასტურებენ, თუმცა ისინი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავენ და ჟურნალსიტს კითხვის დასმისგან თავშეკავებას ურჩევენ. ამ თემაზე, დღეს, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში "ქართული ოცნების" 25-მდე მხადამჭერი შეიკრიბა.

 

მათ TSpress - ის რედაქტორის, ელისო ჯანაშიას მიერ, თვითმმართველობის დამოუკიდებლობასა და ბესელიას ძალაუფლებაზე პრემიერისთვის დასმული კითხვა გააპროტესტეს. 

 

მხარდამჭერები ადასტურებენ, რომ მაჟორიტარის მიერ თვითმმართველობის საკითხებში ჩარევა და მისი აბსოლუტურ მმართველობა ხორციელდება, თუმცა, განმარტავენ, რომ ამაში ცუდი არაფერია.

 

შეხვედრაზე მისულ TSpress - ს შეხვედრა უკვე დასრულებული დახვდა, ვინაიდან მისი ჩატარების დრო გამოცემისთვის ცნობილი არ ყოფილა, თუმცა, გამოცემამ რამდენიმე მათგანის ჩაწერა, შეხვედრის დასასრულს მაინც მოახერხა.

 

"ქართული ოცნების" წარმომადგენლების თქმით, შეხვერდის მიზანი "არაკორექტული" კითხვის გაპროტესტება იყო და თავშეკავებისკენ მოწოდება იყო.

 

"შეხვედრის მიზანი იყო ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა ეკა ბესელიასთვის, აღნიშნულზე ჩვენ, მთავრობის სახელზე ვაგზავნით მიმართვას" – აღნიშნა დავით დოლბაიამ.

 

გაზეთ "ნიკოლაძის გზით"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელის, ვანო ნარმანიას განცხადებით, 5 თვის არჩეული ხელისუფლების კრიტიკა არცერთ ქვეყანაში არ ხდება. 

 

–"რაც ქალაქში არ გაკეთებულა 20 წლის განმავლობაში, იმის კეთება დაიწყო. სრულებიც არ არის აუცილებელი იყოს ქალაქში ეს (ტაძარი)  შემოღობილი... კოლხი დედა, რომ აიღეს, სად არის? ვიცი, რომ ეს საკითხები მაჟორიტარის მოსაგვარებელი სულაც არ არის, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება ჯერ ისე არაა მონდომებული, რომ ამ ყველაფერს მიხედოს"– აღნიშნა ნარმანიამ.

 

"ქართული ოცნების" ერთ–ერთი წევრის, დათო შონიას თქმით,  ბესელიას ფოთელებმა მხარადჭერა არჩევნების დღეს გამოუცხადეს, დღეს კი, კონკრეტულად რა საკითხში უცხადებდნენ, მხარდაჭერას არ იცის.

 

"ჟურნალისტის დასმულმა კითხვამ საზოგადოებაში გაღიზიანება გამოიწვია და თავყრილობაზე მივედი"– აღნიშნა მან. 

 

შეხვედრაზე "ქართული ოცნების' წევრებთან ერთად, ფოთის მაჟორიტარის ბიუროს, პრესცენტრი და სხვა წარმმადგენლებიც მონაწილეობდნენ.

 

 

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ფოტო–ვიდეო მასალა ბესელიას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეც გავრცელდა:

 

" ფოთის საჯარო ბიბლიოთეკაში საზოგადოების წარმომადგენლების  შეკრების განსჯის საგანი ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას მიერ პრემიერ მინისტრთან რეგიონალური მედიის წარმომადგენლების შეხვედრის დროს მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას მისამართით გაკეთებული განცხადება იყო. შეკრების ორგანიზატორები იყვნენ: ფაზისის საერო აკადემია, საზოგადოება „ფოთის ხმა“,ნავსადგურის დამოუკიდებელი პროფკავშირები, ფოთის დევნილთა კომიტეტი.

 

ასევე შეხვედრას ესწრებოდნენ ფოთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები,პედაგოგები და რიგითი ფოთელები. გამომსვლელებმა გამოხატეს გულისტკივილი და წყენა ამ ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ქალბატონი ეკა ბესელია არის ფოთელების რჩეული და ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც სამეგრელოს რეგიონში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და ფოთელების ნდობა მოიპოვა.

 

ასევე აღინიშნა რომ დეპუტატი ყოველთვის ზრუნავს ქალაქზე,გულთან მიაქვს ყველა ფოთელის გაჭირვება,მუდმივად ხვდება თითოეულ მათგანს და ცდილობს მათი პრობლემების უმოკლეს ვადაში მოგვარებას. შეხვედრაზე საზოგადოების წარმომადგენლებმა მოამზადეს წერილობითი მიმართვა პრემიერ მინისტრის სახელზე"– აღნიშნულია პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში,"- წერია პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც არ იყო მითითებული "ქართული ოცნების" წევრებისგან შექმნილი "ფოთის მხარდამჭერთა დარბაზი",რომლის წევრებიც: ომარ ხუხუნი, ზურაბ ფაჩულია, გოგი გაგუა, ილო ქვარცხავა და სხვები, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

 

"ფოთის მხარდამჭერთა დარბაზი" გასული წლის 22 აგვისტოს შიქმნა და პრეზენტაცია ბესელიას საარჩევნო შტაბში გამართა. შექმნის მიზანი "ქართული ოცნების" და მისი კანდიდატის, ეკა ბესელიას მხარდაჭერა იყო. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ფოთელებმა, მათ შორის, გოგი გაგუა,, პეტრე ქოჩაკიძემ, მანანა სანაიამ, ომარ ხუხუნიმ, თამარ ფაჩულიამ, მარლენ კაზანჯიმ და სხვებმა, პრეზენტაციაზე ბესელიას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

 

-„ბედნიერებაა ისიც, რომ დღეს "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს ნამდვილი კოლხი ქალი - ეკა ბესელია, რომელიც ფოთის ისტორიაში პირველი მაჟორიტარი ქალბატონია. მას ხელეწიფება იმ დიდი პრობლემების გადაწყვეტა,რომელიც დღეს ფოთს და ჩვენს ქვეყანას აწუხებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ფოთელებს გაგვიმართლა,“–აღნიშნა დარბაზის წევრმა, მწერალმა, პეტრე ქოჩაკიძემ.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED