ბესელიას განცხადებას ფოთის მერიაში კონკურსის გამოცხადების შესახებ, მერი არ ადასტურებს [Video]

2013.03.05 ავტორი: TS

ფოთის მერიის სამსახურებში კონკურსის გამოცხადებისა და მისი 15 მარტამდე გაგრძელების შესახებ, ფოთის მაჟორიტარის ეკა ბესელიას განცხადებას, ფოთის მერი, დავით სარსანია არ ადასტურებს. 

"მიმდინარეობს მერიის რეორგანიზაცია, რამდენიმე სამსახური გაერთიანედება, რადენიმე სამსახური ალბათ სხვა სასახურს შეერწყმება. გამოცხადდა კონკურსი, რომელიც 15 მარტამდე გაგრძელდება"- განაცხადა ბესელიამ ადგილობრივი ტელეკომპანია "მეცხრე ტალღის" პირდაპირ ეთერში.

 

ბესელიას განმარტებით, მიუღებელია თანამშრომელთა პარტიული ნიშნით შერჩევა, კადრები პროფესიონალიზმისა და პატიოსნების ნიშნით უნდა დაინიშნონ.

 

ფოთის მერის, დავით სარსანიას განცხადებით, საჯარო სამსახურებში კონკურსი ჯერ არ გამოცხადებულა. მისი თქმით, კონკურსის შესახებ ინფორმაცია თვითმმართველობის ვებ-გვერდზე განთავსდება და მასში მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლება. მსგავსი ინფორმაცია ვებგვერდზე, ჯერჯერობით, არ იძებნება. მერის თქმით, ჯერ არც ისაა გადაწყვეტილი რა პოზიციაზე გამოცხადდება ვაკანსია - ის შეეხება მხოლოდ ხელმძღვანელ პირებს თუ სხვა თანამშრომლებსაც.  

 

 

მერიაში გამოცახდებულ კონკურსსა და თანამშრომელთა დანიშვნის საკითხზე ბესელიას TSpress - თან არ უსაუბრია. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის და ის თვითმმართველობის საკითხებში არ ერევა.

 

 

მერის განმარტებით, 15 მარტამდე ტესტირება მერიის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდება და შედეგების მიხედვით გადაწყდება, რა თანამდებობაზე გამოცხადდება ვაკანსია. მისი განმარტებით, ჯერ ასევე არაა გადაწყვეტილი, თუ რა სახის ტესტების ჩაბარება მოუწევთ და ვინ ჩაატარებს ტესტირებას.

 

კონკურსში მონაწილეებს სპეციალური კომისია შეარჩევს, რომელიც ამჟამად ფორმირების პროცესშია. წინასწარი ინფორმაცით, მას საკრებულოს თავმჯდომარე, დავით  ბაბილუა უხელმძღვანელებს, მოადგილე კი თავად ქალაქის მერი იქნება. კომისიის შემადგენლობაში შევლენ: საკრებულოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED