TSpress-ის გამოკითხვის შედეგები ფოთის მერად დავით სარსანიას დანიშვნის შესახებ

2013.03.04 ავტორი: TS

TSpress-ის გამოკითხვაში მონაწილეთა უმრავლესობა, ფოთის მერად დავით სარსანიას დანიშვნას უარყოფითად აფასებს.

კითხვაზე - ხართ თუ არა კმაყოფილი ფოთის მერად დავით სარანიას დანიშვნით?  - პასუხები ასე გადანაწილდა:

 

დიახ - 8.91%

 

არა - 73.50 % 

 

ჯერ შეფასება ნაადრევია - 15.86%

 

მიჭირს პასუხის გაცემა - 1.74 %

 

გამოკითხვა 2 კვირა მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 864 ინტერნეტმომხმარებელმა მიიღო.

 

მერის პოსტზე დავით სარსანიას კანდიდატურას 11 იანვარს საკრებულომ მხარი ერთხმად დაუჭირა. 

 

საკონკურსო კომისიამ სარსანია 4 კანდიდატს შორის შეარჩია. ფოთის მერის ვაკანტურ პოზიციაზე, თავდაპირველად შესული 44 განცხადებიდან, საკონკურსო კომისიამ 40 არასრულყოფილად მიიჩნია.

 

სარსანიას ფოთის მაჟორიტარის, ეკა ბესელიას ფავორიტად სახელდებოდა. 

 

მერობამდე სარსანია 2008-2012 წწ. “ეროვნული ფორუმის” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. 2006–2007 წწ. კონსტიტუციური უსაფრთხოების ფოთის სამსახურს ხელმძღვანელობდა და ის კუდ-ის იმჟამინდელმა უფროსმა დათა ახალაიამ გაათავისუფლა. სამსახურში აღდგენას ის რამდენიმე ხანი უშედეგოდ ცდილობდა. 2004–2006წწ სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი იყო. 1994-2004 წწ. კი შსს-ს კორუფციასთან და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, ე.წ “მეექვსე განყოფილებაში,” განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED