ფოთის პროკურორი მოსამართლის დაკითხვაზე დაბარებას არაკონსტიტუციურად არ მიიჩნევს

2013.02.25 ავტორი: TS

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის განცხადებით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის პროკურატურაში დაკითხვით კონსტიტუცია დაირღვა. კუბლაშვილის განცახდებას აბსურდულს უწოდებს ფოთის პროკურორი.

კუბლაშვილის განცახდებით, მოსამართლის დაკითხვაზე დაბარებით დაირღვა კონსტიტუციის 84-ე მუხლი, რომელიც, როგორც კუბლაშვილი ამბობს, მოსამართლის დაკითხვაზე დაბარებას კრძალავს. კუბლაშვილის განმარტებით, თუ საქმე ეხება დისციპლინურ დარღვევას, საკითხი უმაღლესმა საბჭომ უნდა განიხილოს და არა რომელიმე სხვა უწყებამ.

 

ფოთის პროკურორის, ალექსანდრე გოგუაძის განმარტებით, პროკურატურა ერთ-ერთი ამნისტირებული პირისთვის პასუხისგებაში მიცემის საქმეს იძიებს და არა სასამართლო გადაწყვეტილებას. მისი თქმით, მოსამართლე მოწმის სტატუსით იყო დაბარებული, რისი უფლებაც პროკურატურას კანონით აქვს.

 

"კონსტიტუციის ის მუხლი, რომლითაც კუბლაშვილი აპელირებს მიუთითებს, რომ მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, სად ცანს, რომ მის საქმიანობაში ვერევით, არც მისი საქმიანობის ანგარიშს ვითხოვთ და არც რომელიმე აქტის ბათილობას, კონკრეტულ საქმეს ვიძიებთ და კანონით, მოწმის სტატუსით მისი დაბარება შესაძლებელია. უარის მიღების შემთხვევაში მისი იძულებით მიყვანა აკრძალულია და ამ ზომებისთვის ჩვენ არ მიგვიმართავს."- აცხადებს TSpress -თან საუბრისას პროკურორი.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია პროკურატურაში დაკითხვაზე  18 თებერვალს იყო დაბარებული, თუმცა არ მივიდა. გოგუაძეს განცხადებით, საქმე ეხება 2009 წლის ოქტომბერში ამნისტირებული პირის უკანონო მსჯავრდების ფაქტს. მიუხედავად იმისა, რომ ამნისტიის მიხედვით, ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალდებული პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლებულიყო, ნადარაიამ ის მანც გაასამართლა. საქალაქო სასამართლოს გაადწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ შეცვალა.

 

კონსტიტუციის 84-ე მუხლი მოსამართლის უფლებამოვალეობებს ეხება და შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული:

 

-  მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით.

 

-  მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან, თანამდებობიდან მისი ვადამდე განთავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დაიშვება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

 

-  არავის არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე.

 

-  ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას.

 

-  სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED