კუდ-ის მიერ ფოთის მერიისთვის დაბრუნებული მანქანით ბესელიას ბიუროს უფროსი სარგებლობს

2013.02.21 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთის მერიამ, წინა წლებში სამართალდამცავებისთვის და გუბერნატორისთვის ნაყიდი ავტომანქანები, რომლებიც უწყებებს დროებით სარგებლობაში ჰქონდათ გადაცემული, უკან დაიბრუნა. ერთ-ერთი ავტომანქანა ფოთის მაჟორიტარის, ეკა ბესელიას ბიუროს უნდა გადაეცეს, თუმცა, TSpress-ის ინფორმაციით, მისი ბიუროს ხელმძღვანელი ავტომანქანით უკვე სარგებლობს.

ფოთის მერის, დავით სარსანიას განცხადებით, ზუსტდება თუ რომელი უწყებებისთვის იყო მერიის ბალანსზე რიცხული მანქანები გადაცემული, რომლის შემდეგაც ყველა უწყებიდან დაბრუნდება ავტომანქანები.

 

მანქანის დაბრუნება, ჯერჯერობით, არ მოუთხოვიათ ფოთის პოლიციის სამმართველოსთვის. სარსანიას თქმით, პოლიციისთვის გადაცემული 2 მანქანიდან, ერთ-ერთი ავარიის დროს დაზიანდა, ამიტომაც იურიდიული ფორმაა მოსაძებნი, როგორ მოხდება ბიუჯეტისთვის ზარალის ანაზღაურება. 

 

ფოთის პოლიციის ყოფილი უფროსი, დიმიტრი შენგელიას განმარტებით, მერიისგან დროებით სარგებლობაში ერთი მანქანა ქონდათ. ის მანქანის დაზიანებას უარყოფს.

 

რატომ არ დააბრუნა ფოთის პოლიციამ მეორე - "ლექსუსის" მარკის ავტომანქნა, სარსანია ვერ განმარატავს.

 

მერის განცხადებით, მერიას ავტომანქანების პარკინგი არ აქვს, რის გამოც მანქანები დროებით თანამშრომლებს მიყავთ სახლებში.

 

გასულ წელს, ფოთის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან "ტოიოტა-პრადოს" მარკის ორი ავტომობილი 145 ათას ლარად შეიძინა და დროებითი სარგებლობისთვის შსს-სა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ი) ადგილობრივ განყოფილებებს გადასცა.

 

კუდ-ის სამსახურის გაუქმების შემდეგ, მერიისთვის დაბრუნებული მანქანით, ფოთის მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელი, ზურა ჩაჩუა სარგებლობს. 

 

ჩაჩუას განცხადებით, მანქანის გამოყოფის მოთხოვნით, მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით მიმართა, თუმცა, თანხმობა ჯერ არ მიუღია. ის, მანქანით უკვე სარგებლობის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

 

-"მანქანის გამოყოფის მოთხოვნით მივმართე, მაგრამ კონკრეტულად, რომელი მანქანა მინდოდა, არ ჩამიწერია"- აღნიშნავს ჩაჩუა TSpress - თან საუბრისას.

 

ფოთის მერის, დავით სარსანიას თქმით, ბიუროსთვის მანქანა ჯერ არ გამოუყვიათ. მისი თქმით, მოსაძებნია იურიდული ფორმა, თუ რა გზით გადაეცემა ის მაჟორიტარის ბიუროს. 

 

"ახლა ერთ-ორი საათით შეიძლება ვიმემ ნახა ამ მანქანაზე ჩაჩუა, მაგრამ ეს რა სალაპარაკოა. შეიძლება ერთი ადგილიდან, მეორეზე გადაყავდა,"- აღნიშნავს სარსანია. 

 

მისი თქმით, მერია მის ბალანსზე რიცხული ძვირადღირებული მანქანების გასხვისებას და შედარებით დაბალფასიან მანქანებს შეძენას გეგმავს.

 

ფოთის ბიუჯეტიდან ძვირადღირებული ავტომანქანების სხვადასხვა ცენტრალური უწყებისთვის ყიდვის ფაქტებს, TSpress-ი მუდმივად აშუქებდა.

 

გამოცემის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება ძვირადღირებულ მანქანებს, თითქმის ყოველწლიურად, დეფიციტური ბიუჯეტის პირობებში ყიდულობდა.

 

გასულ წლის მსგავსად, მერიამ 2008 – 2011 წწ სამართალდამცავი ორგანოების ადგილობრივ განყოფილებებს სხვადასხვა ფირმის 13  ავტომანქანა შეუძინა, რაც ბიუჯეტს დაახლოებით,  500 ათასი ლარი დაუჯდა.

 

 2008 წელს საპატრულო პოლიციისათვის 4 ავტომანქანის შეძენა ფოთის ხელისუფლებას 150 ათასი ლარი დაუჯდა.

 

ამავე წელს Volkswagen Jetta- ს მარკის ავტომობილი მერიამ 35ათას ლარად შეიძინა, რომელიც მერის ბრძანებით შსს სამინისტროს გადაეცა.

 

2009 წელს ფოთის მერიამ საპატრულო პოლიციისთვის იმავე წელს გამოშვებული ავტომობილი shkoda oqtavia  34, 650 ლარად შეიძინა

 

2010 წელს  კი საპატრულო პოლიციისთვის  shkoda oqtavia –ს ფირმის 2 ავტომობილის შეძენა ბიუჯეტს 69 ათასი ლარი დაუჯდა.

 

ამავე წელს შსს – ფოთის განყოფილებამ მერიისგან  საჩუქრად 84, 800 ლარად შეძენილი Toyota Prado - ს ფირმის ავტომანქან მიიღო.

 

ასევე, 2010წელს ძალოვან უწყებებს გადეცა  Chevrolet Cruze –ს  ფირმის სამი ავტომობილი, რისთვისაც ადგილობრვი ბიუჯეტიდან 86 ათას ლარზე მეტი გამოიყო,  იმავე წელს, Ford ranger – ის ფირმის 40 ათას ლარად შეძენლი ავტომანქანა კი, მერიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციების სამსახურს გადასცა.

 

როგორც საბიუჯეტო ექსპერტები განმარტავდნენ, პოლიციის დაფინანსებას თვითმმართველობას კანონი არ ავალდებულებდა და ის ცენტრალური ხელისუფლების დავალებით ხდებოდა, რაც თვითმმართველობის და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებას არ განეკუთვნებოდა.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED