ფოთის მერის მეგობარი შესაძლოა მის მოადგილედ დაინიშნოს

2013.02.19 ავტორი: TS

ფოთის მერის მოადგილედ, შესაძლოა, მისი მეგობარი, ლაშა კუპრეიშვილი დაინიშნოს.

ლაშა კუპრეიშვილი

TSpress - ის ინფორმაციით, მერი მოადგილედ მისი მეგობრის, ლაშა კუპრეიშვილის კანდიდატურას განიხილავს, თუმცა, ვაკანსიაზე კონკურსი ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა. 

 

ფოთის მერის, დავით სარსანიას განცხადებით, სხვა სამსახურის უფროსების მსგავსად მისი მოადგილე კონკურსის წესით შეირჩევა. ის კუპრეიშვილთან მეგობრობას ადასტურებს და კონკურსში მის მონაწილეობას არ გამორიცხავს.

 

თავად ლაშა კუპრეიშვილი კონკურსში მონაწილებას გეგმავს, თუმცა, რა პოზიციაზე ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს. მისი თქმით, სარსანიასგან თანამდებობის შეთავაზება არ მიუღია. კითხვაზე, აძლევს თუ არა მას, მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია რეკომენდაციას აღნიშნულ პოსტზე, აცხადებს, რომ ის რეკომენდაციას არ საჭიროებს.

 

"კონკურსში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. ვინმეს მხრიდან რეკომენდაციის საჭიროებას ვერ ვხედავ... არა მგონია, ბესელია თვითმმართველობაში თანამდებობის პირების დანიშვნაში ერეოდეს,"- აღნიშნა TSpress - თან საუბრისას კუპრეიშვილმა.

 

ლაშა კუპრეიშვილი 2007 წელს ფინანსთა სამინისტროს დასავლეთ რეგიონისა და აჭარის საფინანსო სააგენტოს უფროსი იყო. 2005- 2005წწ. სანავსადგურე ფლოტის უფროსის მოადგილე, ხოლო, 2001- 2003 წწ. შევარდნაძის პერიოდში, ფოთის მერის, დავით ქანთარიას მრჩეველი, ძალოვანი უწყებების საკთხებში.

 

მისი თქმით, ის არც ერთ პარტიაში არ ყოფილა გაწევრიანებული, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებსი დროს კი, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო და პროტესტს ღიად გამოხატავდა, თუმცა, მედიაში ამ მხრივ მისი საჯარო აქტივობა, არ იძებნება.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED