ეკა ბესელია - ფოთის პოლიციის ყოფილი უფროსის საკითხი უნდა მოგვარდეს

2013.02.13 ავტორი: TS

"ფოთის პოლიციის ყოფილ უფროსზე მე მითხრეს ძალიან ბევრი საყვედური. მე დავაყენე ეს საკითხი, რომ მოგვარდეს"- განაცხადა TSpress - თან საუბრისას ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ. შენგელია ამ დროისთვის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსია.

ბესელიას განცხადებით, პოლიციაში ჯერ კიდევ დარჩენილია ძველი კადრები, რომლის მიმართაც საზოგადოებას აქვს პრეტენზიები. მისი თქმით, ისინი სამგერელოში პრეზიდენტის რწმუნებულის, თენგიზ გუნავას დავალებით მიზანმიმართულად ჩადიან პოლიციის საქმიანობისთვის ხელიშემშლელ ქმედებებს.

 

"მაქვს ინფორმაცია, რომ ძველი კადრები აპირებენ ხელშემშლელ საქმიანობას და გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებას. ისინი, ვინც გუნავას მითითებებს ასრულებენ, კეთილად არ არიან განწყობილნი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფოთს ყავდეს კარგი პოლიციის უფროსი, კარგი პროკურორი, რომელიც სამართლიანობის აღდგენაში დაგვეხმარება,"- აღნიშნა ბესელიამ.

 

მისი თქმით, მას არა აქვს საშუალება ძალოვანი უწყების საქმიანობაში ჩაერიოს, თუმცა, აღნიშნავს, რომ საზოგადოების პრეტენზიებს პოლიციის სამხარეო  სამმართველოსა და შს სამინისტრომდე მიიტანს და საკითხის მოგვარებას მოითხოვს.

 

 

დიმიტრი შენგელია შს ფოთის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან 2012 წლის ნოემბრის ბოლოს გაათავისუფლეს. ბესელიას განცხადებაზე ის კომენტარს არ აკეთებს.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED