"ქართული ოცნების" დალოცვილი კონფერენცია

2013.02.12 ავტორი: TS

"ქართული ოცნების" კონფერენცია მამა კონსტანტინეს დალოცვით გაიხსნა.  მან კონფერენცია, კენჭისყრის დაწყებამდე, ეკა ბესელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ დატოვა.

 

კონფერენციის დაწყებამდე, მამა კონსტანტინემ პარტიის წევრები დალოცა და მათ რწმენის გაძლიერებისა და სიყვარულისკენ მოუწოდა.

 

„მიმიწვიეს, მთხოვეს და მივედი“ - აღნიშნა Tspress - თან სატელეფონო საუბრისას მამა კონსტანტინემ, თუმცა კონკრეტულად ვისგან მიიღო მიწვევა მან კომენტარი არ გააკეთა.

 

„ქართული ოცნების“ ფოთის ორგანიზაციის ახლადარჩეული თავმჯდომარის, ირაკლი კაკულიას განმარტებით, კონფერენციაზე მამა კონსტანტინე პირადად ეკა ბესელიამ და თავად მიიწვიეს.

 

„მამა კონსტანტინე ჩემი სულიერი მოძღვარია, მოვიწვიეთ, რომ დაველოცეთ, გავეძლიერებიეთ- განმარტა კაკულიამ.

 

 

მამა კონსტანტინე კონფერენციაზე

მამა კონსტანტინეს მიერ  წინასაარჩევნო პერიოდში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის, ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბის კურთხევამ ფოთისა და ხობის მეუფე გრიგოლის განაწყენება გამოიწვია.

 

ერთ- ერთ ქადაგებაზე მეუფემ მამა კონსტანტინეს მიერ შატბის კურთხევის ფაქტი გააკრიტიკა და პირდაპირ უსაყვედურა.

 

„კი ბატონო, აკურთხეთ ეს პარტია, მაგრამ რას ნიშნავს, ინტერნეტში ამის დადება?! ეს ნიშნავს იმას, რომ მამა კონსტანტინე და მთელი სამღვდელოება თქვენს მხარესაა! არ შეიძლება ამის გაკეთება და ნუ ტოვებთ ბატონებო ტაძარს! იქონიეთ და იკმარეთ ძალა იმისა, რომ ბოლომდე მოუსმინოთ სიმართლეს, რომლის თქმასაც არ ელოდებით, მაგრამ ხმამაღლა ვიტყვი, რომ ტაძრის ასეთ გამოსვლას, არ დავუშვებ!

მე მამა კონსტანტინესთან მქონდა ძალიან მკაცრი საუბარი და ვუთხარი რომ, არავითარ შემთხვევაში, სამღვდელოებას არ აქვს უფლება აკურთხოს რომელიმე პარტია და ისიც ვუთხარი, რომ, რაც მან გააკეთა ეს იყო პოლიტიკური კურთხევა!....დაანებეთ ეკლესიას თავი და ნუ ცდილობთ კათოლიკოს-პატრიარქის სახელით და სამღვდელოების სახელით სპეკულაციას“  - აღნიშნა ქადაგებისას მეუფემ.

 

აღნიშნულზე კომენტარი, თავად მამა კონსტანტინეს არ გაუკეთებია.

 

წინასაარჩევნო პერიოდში, ბესელიას საარჩევნო შტაბში მეუფე იობის  მისვლა და აქტივისტებთან ბოლო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბარი, ბესელიას მხარდაჭერად იქნა მიჩნეული.

 

პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა სასულიერო პირების პოლიტიკური აგატიაციაში მონაწილეობაზე კომენტარი წინასაარჩევნო პერიოდში ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარის ეზოში პრეზიდენტის ბანერების განთავსების შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ სასულიერო პირებს ღია მხარდაჭერა ეკრძალებათ.

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED