ბესელიას დემოკრატია [Video]

2013.02.12 ავტორი: იზა სალაყაია

"ქართული ოცნების" ფოთის ორგანიზაციის წევრებმა, ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი, ირაკალი კაკულია ერთხმად აირჩიეს. პარტიის თავმჯდომარედ კაკულია ეკა ბესელიას რეკომენდაციით შეირჩა. კონფერენციაზე ალტერნატიული კანდიდატები არ დაუსახელებიათ.

ფოთის მაჟორიტარი ეკა ბესელიას განმარტებით, კონფერენცია დემოკრატიულად ჩატარდა.

 

-"წინასწარ შეხვედრები იყო პარტიის აქტივთან, წევრებთან. დაასახელეს ორი კანდიდატი, თუმცა ფრიდონ კვარაცხელიას კანდიდატურას მხარს მხოლოდ ორი ადამიანი მარინა ღლონტი და მარინა წულეისკირი უჭერდა, რომელიც პარტიის წევრი არ არის. არ მიმაჩნია სწორად, როდესაც კანდიდატებს პარტიის წევრებს პირდაპირ კონფერენციებზე ახვევ თავს. წინასწარი შეხვედრები იმისთვის იყო, რომ აქ ხმაურით, ყიჟინით, დებოშით კი არ ჩაგვეტარებინა ეს კონფერენცია, არამედ მშვიდად, აკადემიურად. თუ ვინმე წინააღმდეგი იქნებოდა გამოხატავდა თავის აზრს" - განაცხადა ბესელიამ.

 

მისი თქმით, თავმჯდომარის პოსტზე რეკომენდაცია კაკულიას პარტიის წევრებთან წინასწარი შეხვედრების შემდეგ თავად გაუწია.

 

112 - მა დელეგატმა კაკულიას მხარი ერთხმად დაუჭირა, პარტიის წევრობიდან წინააღმდეგობა და თავის შეკავება ოფიცილაურად არავის დაუფიქსირებია.

 

დაწყებამდე კონფერენცია "ფარსად და წინასწარ დადგმულ სპექტაკლად" შეაფასა პარტიის ერთ-ერთმა წევრმა მარინა ღლონტმა.

 

პარტიის შიდა სხდომებზე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ, კაკულიასთან ერთად, პარტიის წევრის, ფრიდონ კვარაცხელიას კანდიდატურაც სახელდებოდა, თუმცა დღეს მისი კანიდატურა კენჭისყრაზე არ დადგა.

 

მისი განმარტებით, პარტია მხარს კაკულიას კანდიდატურას უჭერს და ასე უნდა მოიქცეს ორგანიზაციის ადგილობრივი წევრებიც.

 

როგორც კონფერენციაზე კვარაცხელიამ აღნიშნა, ვინაიდან კაკულია ერთადერთი კანდიდატია საკითხი მის არჩევა -არარჩევაში არ დგას. კვარაცხელიამ ყველას კაკულიას მახრადჭერისკენ მოუწოდა, რასაც მოყვა ბესელიას რეპლიკა "არჩევანში ყველა თავისუფალია".

 

თავმჯდომარის სხვა ალტერნატიული კანდიდატის არარსებობაზე დარბაზში მჯდომი პარტიის სხვა წევრებიც მიუთითებდნენ.

 

"ახლა უკეთეს სიტუაციაში ვართ, ვიდრე წლების წინ, რეგიონიდან არ იმართება ქალაქი, გვყავს მაჟორიტარი, რომელსაც სხვის რეგიონის ამბებს ეკითხებიან და ჩვენსასაც უკეთესად მიხედავს."- განმარტა კაკულიამ.

 

"ქართული ოცნების" ადგილობრივ შტაბში საუბრობდნენ, რომ კაკულიას მერობაზე უარის თქმა და კონკურსში მონაწილეობის მიღება ეკა ბესელიამ გადააფიქრებინა, სანაცვლოდ კი "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა შესთავაზა. მერის პოსტზე ბესელია მხარს ფოთის ამჟამინდელ მერის, დავით სარსანიას კანდიდატურას უჭერდა, რასაც ბესელია და კაკულია უარყოფენ.

 

პარტიის ახლაარჩეულმა თავმჯდომარემ მთავარი კომიტეტის წევრები დაასახელა: ომარ ხუხუნი, გოგი გაგუა, ილია ქვარცხავა, გიგლა ბახტაძე, ნინო მიმინოშვილი, ზვიად შუბითიძე, ზურაბ ფაჩულია, ბადრი ფილია, მანანა სანაია, ზურაბ სულაბერიძე, გია რუხაძე, დავით შეროზია, მოგელი ტყებუჩავა და  გიორგი მოისწრაფიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED