ივანიშვილი - ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე დაბრუნდება

2013.02.05 ავტორი: TS

"რუსეთთან ურთიერთობის დალაგების პროცესი დაიწყო, ქართული პროდუქცია დაბრუნდება რუსულ ბაზარზე"- განაცხადა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, საგარეო პოლიტიკის და სოფლის მეურნეობის საკითხებზე საქართველოს დელეგაციამ რუსეთში შეხვედრები გამართა.

 

"საარჩევნო პროცესში გაბედულად ვსაუბრობდი, რომ ჩვენ აუცილებლად გავხსნით რუსულ ბაზარს. მხედველობაში მქონდა, რომ რუსულ ბაზარს  ყოფილი ხელისუფლება თვითოვნე ზღუდავდა, რაც გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა"- აღნიშნა ივანიშვილმა.

 

მისი თქმით, რუსეთში გამართული შეხვედრების შემდეგ დადასტურდა, რომ ქართული ღვინოს შეტანას რუსულ ბაზარზე არავინ ზღუდავდა. მისი თქმით, შეზღუდვებს ყოფილი ხელისუფლება აწესებდა, რომელიც მხოლოდ სასურველი კომპანიების პროდუქტის შეტანას ითხოვდა.

 

"რუსული ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველა ქართულ კომპანიას დავეხმარებით საკუთარი პროდუქტი გაიტანოს როგორც რუსულ ბაზარზე ისე  საქართველოს ბაზარზე, რომ ამით საკუთარი პროდუქციის მეტი რეალიზაციის საშუალება მიეცეთ."- განაცხადა ივანიშვილმა. 

 

პრემიერის განცახდებით, ხელისუფლება ფიტო და სხვა მსგავსი სახის კონტროლი, რომელიც აქამდე გაუქმებული იყო ისევ აღდგება.

 

"მსგავსი კონტროლების გაუქმების გამო ძალიან ბევრი უხარისხო პროდუქტი შემოდის. კონტროლის შემოღება  ქართულ პროდუქციას სხვადსხვა ბაზარზე გატანის კარგ შედეგს მოუტანს" - განმარატა ივანიშვილმა

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED