ფოთის საკრებულოს თანამშრომლებს პრემიები დაურიგდათ

2013.01.31 ავტორი: TS

ფოთში, მიმდინარე თვეს, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, პრემია მხოლოდ საკრებულოს თანამშრომლებმა მიიღეს, რაც ბიუჯეტს დაახლოებით 33 ათასი ლარი დაუჯდა. ფოთის მერიის თანამშრომლების პრემირებაზე უარის შესახებ განცხადება, ფოთის მერმა სპეციალურად მოწვეულ ბრიფინგზე გააკეთა.

"წლის დასაწყისში პრემიის გაცემა არ მიმაჩნია სწორად, ვინაიდან, ჯერ ჩვენ არ შეგვისრულებია ის სამუშაო, რასაც ელოდება მოსახლეობა,"- განაცხადა სარსანიამ.

 

TSpress - ის ინფორმაციით, მერის ამ გადაწყვეტილებამ საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ბაბილუას განაწყენება გამოიწვია, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, ის ბრიფინგამდე ინფორმირებული არ ყოფილა, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია ბაბილუამ არ დაადასტურა.

 

რა სახის სამუშაო შეასრულა ნათლისღების დღესასწაულის წინა პერიოდში საკრებულოს ყველა თანამშრომელმა და რისთვის დაიმსახურეს პრემია, ბაბილუა ვერ აკონკრეტებს. ის მხოლოდ იმას განმარატვს, რომ 2012 წლის ბოლოს საკრებულო სრული დატვირთვით მუშაობდა. თავმჯდომარეს პრემია თავად არ გამოუწერია.

 

პრემიის გაცემის საფუძვლად, საკრებულოს თავმჯდომარე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს ასახელებს. კანონის თანახმად, თანამშრომლების წახალისება სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშაოდ შესრულებისათვის, ასევე დამატებითი, ხანგრძლივი, კეთილსინდისიერი, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს შესრულების შემთხვევაში უნდა მოხდეს.

 

"იმ დროს პრაქტიკულად მერი არ იყო და მთელი დატვირთვა ქონდა საკრებულოს, თითქმის 12 სთ-იან რეჟიმში მუშაობდა, ამიტომ მე გადავწყვიტე თანამშრომლების წახალისება,"- აღნიშნავს ბაბილუა.

 

მისი თქმით, პრემიებს თანამშრომლები სხვა დღესასწაულებზეც მიიღებენ, თუმცა, მისი გაცემა სხვა პრინციპით მოხდება, თუმცა ის ამ პრინციპს არ აკონკრეტებს. 

 

ფოთის მერს, დავით სარსანიას მიაჩნია, რომ საკრებულო დამოუკიდებელი ორგანოა და პრემიის გაცემის საკითხი მისი გადასაწყვეტია.

 

"გასულ წელებში ხელსიუფლება პრემიას 6- 8 ჯერ გასცემდა, როცა ბიუჯეტს სოლიდური თანხა უჯდებოდა. როცა მოსახლეობის რაღაც ნაწილს პურის ფული არა აქვს, არ მიმაჩნია სწორად და უხერხულ მომენტად ვთვლი პრემიების დარიგებას,"- აცხადებს მერი TSpress - თან საუბრისას.

 

 

ამავე თემაზე:

 

ფოთის მერი - ფულადი ჯილდოსა და პრემირების პრაქტიკა არ გაუქმდება [Video]


საარჩევნოდ დარიგებული პრემიები


საჯარო მოხელეებს - 130 ათასის პრემია, სოცილურად დაუცველ ბავშვებს - 3200 ლარის „ბარამბო“


დეფიციტური ბიუჯეტის პირობებში გაცემული პრემიები



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED