გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოთი ბევრი რუსული კომპანია დაინტერესდა

2013.01.24 ავტორი: TS

თბილისში ქართულ - რუსული ბიზნეს ფორუმი ჩატარდება - აღნიშნულზე განცხადება საინვესტიციო სააგენტოს უფროსმა, გიორგი პერტაიამ დავოსში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დავოსში ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საქართველოთი ბევრი რუსული კომპანია დაინტერესდა.

 

"ჩვენ აუცილებლად უნდა განვაახლოთ ეკონომიკური ურთერთობა რუსულ კომპანიებთან. მიუხედვად იმ დიდი პრობლემებისა, რომელიც გვაქვს რუსეთთან  ყველნაირი პლიტიკური კომპრომატების გარეშე უნდა შევძლოთ ეკონომიკური ურთიერთობების, თანამშრომლობის აღდგენა. საქართველოთი ბევრი რუსული კომპანიაა დაინტერესებული"- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კვირიკაშვილმა.

 

მისი განცხადებით, რუსული ინვესტიციების განხორციელება ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 

 

ხვალ ე.წ რუსულ საუზმეზე, რომელსაც ბიზნესმენებიც დაესწრებიან პრემიერ- მინისტრი ბიძინა ივანიშვილია მიწვეული. 

 

"მე მაინტერესებს ინვესტიციები, შეხვედრაზე ბევრი ნაცნობი იქნება და აუცილებად მივალ"- განაცხადა ივანიშვილმა.

 

დღეს, პრემიერი ჯორჯ სოროსსაც შეხვდა. როგორც სოროსმა აღნისნა, საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია  სასამართლო დამოუკიდებლობის გაუმჯჯობესება. 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED