მერის დანიშვნამდე ფოთის საკრებულოს წევრები თენგიზ გუნავამ დაიბარა [Video]

2013.01.11 ავტორი: TS

დღეს, საკრებულოს სხდომის ჩატარების დრო ორჯერ გადადიდო, მიზეზი მიერ საკრებულოს წევრების გუბერნატორთან შეხვედრა იყო. საკრებულომ მერად, დავით სარსანიას კანდიდატურა დაამტკიცა. 

TSpress-ის ინფორმაციით, გუნავამ საკრებულოს წევრებს ადგილობრივ დონეზე ძალაუფლების შენარჩუნების შესახებ გაკეთებული პრეზიდენტის განცხადება შეახსენა და დავით სარსანიას მერად დანიშვნის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

 

საკრებულოს “ნაციონალი” წევრის, დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, შეხვედრაზე გუბერნატორი მერის არჩევის საკითხით და ქალაქში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდა.

 

“აინტერესებდა ჩვენი მიდგომები, ვესაუბრეთ და ანგარიში გაუწია ჩვენს აზრს,” - აღნიშნავს ცხვიტარია TSpress - თან საუბრისას.

 

მისი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებაში “საკუთარი კადრების არყოფნის გამო” ახალი მთავრობა ფოთს სათანადო ყურადღებას არ აქცევდა, ამიტომაც სარსანიას კანდიდატურის მხარდაჭერა მან პიროვნული თვისებებით, ახალ მთავრობასთან ახლო ურთიერთობითა და ფოთელობით ახსნა და არა “ქართული ოცნების” წარმომადგენლობის ნიშნით.

 

“ქალაქის განვითრებას, რომელი ნორმალური ადამიანი შეუშლის ხელს? სარსანია ბიუჯეტის გაზრდასთან ერთად, ინვესტორების შემოყვანას დაგვპირდა. კონკრეტული კომპანიები და პიროვნებები დაასახელა, მყარი არგუმენტები ქონდა,”- აცხადებს ცხვიტარია, თუმცა, სარსანიას მიერ დასახელებულ კონკრეტულ კომპანიები არ დაუსახელებია.

 

დღეს სხდომა მოგვიანებით გაიმართა, სადაც ფოთის მერად “ქართული ოცნების” წევრის, დავით სარსანიას კანდიდატურას მერის პოსტზე საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

 

 

მერობამდე სარსანია 2008-2012 წწ. “ეროვნული ფორუმის” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. 2006–2007 წწ. კონსტიტუციური უსაფრთხოების ფოთის სამსახურს ხელმძღვანელობდა და ის კუდ-ის იმჟამინდელმა უფროსმა დათა ახალაიამ გაათავისუფლა. სამსახურში აღდგენას ის რამდენიმე ხანი უშედეგოდ ცდილობდა. 2004–2006წწ სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი იყო. 1994-2004 წწ. კი შსს-ს კორუფციასთან და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, ე.წ “მეექვსე განყოფილებაში,” განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED